„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ – ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება

„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ – ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება

access_time2022-08-04 14:30:00

ლოგისტიკური კომპანია „კარგო პარსელი“, რომელიც საბაჟო საწყობის ტერმინალს ფლობს და ტვირთების გადაზიდვითაა დაკავებული, ფინანსთა მინისტრის #233 ბრძანებას (15.07.2022), ეხმიანება რომლის თანახმადაც საზღვაო გზით გასატანი, შესაბამისი წესით დეკლარირებული საქონლის საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში გადაზიდვის პროცედურა მარტივდება. „კარგო პარსელი“ ამ გადაწყვეტილებას ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებულს უწოდებს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს მადლობას უხდის. – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


„გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას (#233 / 15.07.2022), რომლის ძალითაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, შესაბამისი წესით დეკლარირებული საქონლის საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში გადაზიდვის ვადა, 12-საათიდან 24-საათამდე გაიზარდა, გადასაზიდი ტვირთის აღრიცხვა გამარტივებული წესით ხორციელდება და საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში ტრანსპორტირების პროცესში დალუქვას არ საჭიროებს. ეს არის დროული, საჭირო და აუცილებელი გადაწყვეტილება, მით უფრო თუ ტვირთბრუნვის გაზრდილ ნაკადებს გავითვალისწინებთ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ამ დროული და აუცილებელი ნაბიჯის გამო.


გამარტივებული საბაჟო პროცედურები ითვალისწინებს საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი გარკვეული კატეგორიის საქონლის ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებას სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე პერიოდშიც. ეს ცვლილება ბიზნესს საშუალებას აძლევს ნავსადგურის გამტარუნარიანობა საგრძნობლად გაზარდოს და ამით ტვირთბრუნვის ციკლი დააჩქაროს.


განსაკუთრებით მისასალმებელი და აღსანშნია, რომ ეს ცვლილებები მომზადდა ბიზნესსექტორთან უშუალო ჩართულობითა და აქტიური კომუნიკაციის ფონზე. ამით მინიმუმდე დავიდა ის მოსალოდნელი რისკებიც კი, რაც ნებისმიერი ცვლილების დანერგვის პროცესში შეიძლება წარმოიშვას.



გამარტივებული პროცედურა მნიშვნელოვნად შეამცირებს გემების მოცდენის, ასევე ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციებისათვის საჭირო დროს. ეს ბუნებრივად გამოიწვევს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო დერეფნის პოტენციალის ზრდას და გადაზიდვის ბიზნესის ფიგურანტებს მეტ საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც გაზრდილი ტვირთბრუნვით არის განპირობებული.


დარწმუნებული ვართ, საბაჟო ფორმალობების დახვეწაზე და პროცედურების გამარტივებაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.


გადაზიდვის ბიზნესში ჩართული ერთი კომპანიის სახელით კიდევ ერთხელ მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ დანერგილ ამ ტენდენციას, რამაც საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილი უნდა შეიტანოს“, – ნათქვამია ლოგისტიკური კომპანია „კარგო პარსელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


bfm.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up