ფინანსთა მინისტრი: შოკისმომგვრელია, ხელისუფლება ასეთ შედეგს არ ელოდა

ფინანსთა მინისტრი: შოკისმომგვრელია, ხელისუფლება ასეთ შედეგს არ ელოდა

access_time2020-11-05 16:45:35

"პოლიტიკურ ელიტაში ყველამ იცის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, იყო კონკურენტული გარემო" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებზე "ის შედეგი დაჯდა", რომელსაც არც ოპოზიციის დიდი ნაწილი და არ დაგიმალავთ, არც ხელისუფლება ელოდა".

 

"ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ აიღო საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, რაც უზღუდავს მათაც არეალს და მოღვაწეობის დიაპაზონს, მოლოდინი იყო, რომ ბევრი მათგანი აიღებდა გაცილებით მეტს და ალბათ ნაციონალური მოძრაობა ნაკლებს, მაგრამ ისეთი კონფიგურაცია დაჯდა, რომ ამ შედეგის პრაქტიკულად მძევლები არიან ოპოზიციონერები. არ გეგონოთ, ვინმე არის ბედნიერი, ალბათ, ჩვენც გვერჩივნა, ნაციონალურ მოძრაობას ამდენი არ აეღო და მიეღო სხვას უფრო მეტი. მოხდა ის, რაც მოხდა, აისახა ჩვენი ამომრჩევლის ნება.

 

ამან ერთგვარად შეზღუდა მათი პოლიტიკური მოღვაწეობის და თამაშის დაპაზონი, იძულებული არიან, რადიკალიზმზე წავიდნენ, იმიტომ, რომ ეს შედეგი აქვს იმ რამდენიმე პარტიას, ვისაც მეტის მოლოდინი ჰქონდა" - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

 

ივანე მაჭავარიანის თქმით, ეს კარგი არავისთვისაა, მაგრამ ამის გამო არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ შეიძლება.

 


"დამერწმუნეთ, ყველამ იცის პოლიტიკურ ელიტაში, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და რეალურ სურათს ასახავს. მარტო ის კი არ არის, რომ უცხოურმა, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებმა თქვეს ეს. პირიქით, რომ არ გაყალბდა და სამართლიანი არჩევნები იყო, იმიტომ თქვეს იმათმა, ისინი კი არ ქმნიან რეალობას, იმათმა რეალობა ასახეს.

 

უბრალოდ, დაჯდა შოკისმომგვრელი შედეგი, ობიექტური, სამწუხარო. აქედან გამოსავალი, რომ ამის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, ძალიან ძვირი ჯდება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდემიოლოგიურადაც. ძალიან მნიშვნელოვანია, არ დარჩნენ ჩვენი ოპოზიციონერები ამ სიტუაციის მძევლები, იმიტომ, რომ ძალიან ძვირი დაუჯდება ეს ქვეყანას და არაფრით არ შეიძლება" - თქვა მაჭავარიანმა.

 

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ "არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს, თითოეულ ოქმზე, თითოეულ დოკუმენტზე, რომელზეც არის პრეტენზია". მისივე აზრით, ხელისუფლება იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული, მომთმენი, მაგრამ ამავე დროს პრინციპული.

 

"იმიტომ, რომ არ მისცეს საშუალება სხვადასხვა ტიპის პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის უმეტესობა არ არის მომხრე, შინაგანად არ არის თანახმა რაღაც ტიპის პროვოკაციის. ნაწილი არის, რომელიც წამსვლელია უფრო მძიმე ნაბიჯებზე და თავზე ხელის აღებაც არ გაუჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, კონსტრუქციულობის ელემენტმა იარსებოს, ხელისუფლების ვალია, ყოველთვის ასხივებდეს კონსტრუქციულობას და მაქსიმალურად აირიდოს პროვოკაციები" - თქვა მაჭავარიანმა.

 

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პატრიოტთა ალიანსმა.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up