ფინანსთა მინისტრი: ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას

ფინანსთა მინისტრი: ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას

access_time2021-08-05 22:00:00

ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


მისი თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება და ჩვენი მთავარი მიზნის - მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შეუძლებელია ეფექტური ბიუროკრატიის - მაღალი კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეების გარეშე.


„როდესაც ვსაუბრობთ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე, აუცილებელია გარკვეული რესურსები მიიმართოს საჯარო მოხელეთა ხელფასების მოწესრიგებაზეც, რაც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორში შევინარჩუნოთ კვალიფიციური კადრები. კვალიფიციური მოხელეების ხელფასების ზრდა, არ უნდა გახდეს მუდმივად პოლიტიზირების საგანი, ამიტომ საკანონმდებლო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული წესები - ფორმულა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად განხორციელდება კვალიფიციური საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა და შენარჩუნებული იქნება კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.



როგორც მან აღნიშნა, შედეგად, ქვეყანას ეყოლება სათანადო კვალიფიკაციის მქონე საჯარო სექტორი - უფრო მეტად ეფექტური ბიუროკრატია, რაც ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერის მნიშვნელოვანი გარანტიაა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up