ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება

access_time2021-05-11 10:30:00

წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ სტუმრობისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ასევე, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ეკონომიკური აქტივობის შეჩერების შემდეგ, მარტში პირველად დაფიქსირდა 4%-იანი ზრდა, რაც პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის აღდგენა დაიწყო.


„ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, აპრილში ყველა სექტორში შეინიშნება ბრუნვების ზრდა, გაზრდილია ექსპორტი, ასევე, შეინიშნება იმპორტის ზრდა, რასაც შემოსავლების განერირებაზეც აქვს დადებითი ეფექტი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება სავაჭრო ბრუნვები. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტის 4%-იანი ზრდის ტრენდი აპრილში კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წელს ბიუჯეტში გვაქვს განსაზღვრული - 4.3 პროცენტი, ამ მოცემულობიდან გამომდინარე არის რეალისტური“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ამ ეკონომიკური ზრდის დინამიკა წლის განმავლობაში ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, ესაა პანდემია, სწორედ ამიტომ, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი.






500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up