ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: პანდემიამდე  ქვეყანას ჰქონდა  საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: პანდემიამდე ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკა

access_time2021-06-11 15:10:00

პანდემიამდე ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდა პანდემიამდე, ძირითადად, შიდა ფაქტორებით იყო განპირობებული.


„ჩვენ ვიზრდებოდით მაღალი ტემპით მაშინ, როცა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში იყო საკმაოდ დაბალი ეკონომიკური ზრდა. 2019 წელს, ჩვენ ორჯერ მეტი ტემპით ვიზრდებოდით, ვიდრე ჩვენი სავაჭრო პარტნიორები. ზრდა შეინიშნებოდა არამარტო რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებლებში", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.



პანდემიამდე არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხდა სიღარიბისა და უმუშევრობის მნიშვნელოვანი კლება ისტორიულ მინიმუმამდე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2004-2016 წლების საშუალო 12 პროცენტიდან შემცირდა 5.5 პროცენტამდე, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი - 2.1 პროცენტამდე.


როგორც მან აღნიშნა, დადებითი ტენდენცია შეიცვალა გლობალური პანდემიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის იანვარში დაფიქსირდა 5.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის შედეგად, რეალური ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა.


„გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო დეფიციტი 9,3 პროცენტამდე. ტურიზმის სექტორის პრაქტიკულად სრული დაკარგვის ფონზე, გაიზარდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. თუმცა, გაუმჯობესება განაგრძო ქვეყანაში უთანაბრობის მაჩვენებელმა. ე.წ. ჯინის კოეფიციენტმა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ეს შემცირება განსაკუთრებით ნიშანდობლივია პანდემიის დროს და ვფიქრობ, ადასტურებს, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებით შევძელით ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დაცვა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.






ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...


მსგავსი სიახლეები

up