ლაშა ხუციშვილი: ოპტიმისტური სცენარით  უკვე წელს, მთავრობის ვალი 55 პროცენტს ჩამოცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება

ლაშა ხუციშვილი: ოპტიმისტური სცენარით უკვე წელს, მთავრობის ვალი 55 პროცენტს ჩამოცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება

access_time2021-06-11 18:15:00

ოპტიმისტური სცენარით უკვე წელს, მთავრობის ვალი 55 პროცენტს ჩამოცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება - აღნიშნა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბიუჯეტო დეფიციტზე და მთავრობის ვალზე.


ლაშა ხუციშვილის თქმით, 9.3 პროცენტამდე გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 20 პროცენტით გაიზარდა და გადააჭარბა კრიტიკულ - 60 პროცენტიან ზღვარს.



„ეკონომიკის სწრაფი აღდგენა უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროგნოზებში წარმოვადგინეთ შემცირებული ფისკალური დეფიციტი 7.6-დან 7.1 პროცენტის დონემდე. იმავდროულად, ჩვენი ვალი უკვე 2021 წელს ჩამოცდება 60 პროცენტიან ნიშნულს და 57 პროცენტი იქნება. ვალის შემცირება შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და საბაზო სცენარში 2025 წლისათვის ველოდებით მშპ-სთან 53.5 პროცენტამდე ჩამოსვლას. კიდევ უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას იძლევა ოპტიმისტური სცენარი, რა შემთხვევაშიც უკვე წელს, მთავრობის ვალი 55 პროცენტს ჩამოცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.






500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up