ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი:  მიმდინარე წლის აპრილში, 2020 წლის აპრილთან შედარებით ტურისტულ სექტორში  აქტივობა 152 პროცენტით გაიზარდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: მიმდინარე წლის აპრილში, 2020 წლის აპრილთან შედარებით ტურისტულ სექტორში აქტივობა 152 პროცენტით გაიზარდა

access_time2021-06-11 17:00:00

მიმდინარე წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით ტურისტულ სექტორში აქტივობა 152 პროცენტით გაიზარდა - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტურისტული სექტორისთვის გაწეული დახმარების მთავარი მიზანი იყო პოსტპანდემიურ პერიოდში კომპანიებს სწრაფად შეძლებოდათ აღდგენა.



„განთავსების საშუალებების და საკვებით უზრუნველყოფის სექტორში 2020 წელს რეალური აქტივობა შემცირდა 75 პროცენტით. თუმცა, 2021 წლის აპრილის მონაცემი გვიჩვენებს, რომ გვაქვს ძალიან სწრაფი აღდგენის ტენდენცია. აქტივობა ამ სექტორში გაიზარდა თითქმის ორნახევარჯერ. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სექტორმა გადაიტანა კრიზისი და სრულად მზად არის ტურიზმის აღდგენისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.







ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა
access_time2021-07-31 10:00:13
ივნისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა არა მხოლოდ პანდემიური 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან, არამედ 2019 წელთან შეადრებითაც.  ბიზნესგარემოს საგარეო ეკონომიკური კონიუნქტურის გაუმჯობესება,  წარმოების ზრდა და  რეკორდული ფინანსური ტრანზაქციები  უცხოეთიდან - ეს ის ფაქტორებია, რამაც წინა თვეში ეკონომიკა მაღალი ორნიშნა მაჩვენებლით გაზარდა.  2019 წელთან შედარებით, ზრდა 6,4%-ის დონეზეა. როგორც  სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up