ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საბაჟო ორგანოს მიერ, სანქციების დარღვევის რისკის მქონე 1000-ზე მეტი ოპერაციაა გაუქმებული

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საბაჟო ორგანოს მიერ, სანქციების დარღვევის რისკის მქონე 1000-ზე მეტი ოპერაციაა გაუქმებული

access_time2023-01-23 18:30:55

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საბაჟო ორგანოს მიერ, სანქციების დარღვევის რისკის მქონე 1000-ზე მეტი ოპერაციაა გაუქმებული, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას.

 

მისი განმარტებით, საუბარია სხვადასხვა ტიპის ოპერაციაზე, რომელიც მოიცავს, როგორც ექსპორტს, ისე რეექსპორტსა და ტრანზიტს.

 

„ძალიან ფართოა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის ოპერაციებიც იქნა შეჩერებული. ეს არ ეხება სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთს, რადგან ამას სჭირდება ნებართვა და ბუნებრივია, ამგვარი ტიპის ნებართვას სახელმწიფო არ გასცემს. ძირითადად, იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც სანქციების სიაშია. ამ მიმართულებით, ძალიან მკაცრი კონტროლია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ემუშავება ბიზნესოპერატორებს, იმპორტიორებს, ამ ოპერაციებში ჩართულ პირებს, რათა წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია, რა არის სანქცირებული და რა არა. დაახლოებით, 500-ზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც მათ მიმართეს შემოსავლების სამსახურს და განემარტათ, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება არ შეიძლება. მკაცრი კონტროლი ეხება, როგორც ევროკავშირიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა რუსეთში და ასევე, პირიქით, საუბარია რუსეთიდან წამოსულ საქონელზე, რომელიც რუსეთიდან მიდიოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. შესაბამისად, ტრანზიტის ნაწილში სრულად ხდება ამ პროცესის კონტროლი. არის შემთხვევებიც, როდესაც გამომგზავნი ქვეყანა არ არის ევროკავშირის ქვეყანა, მაგრამ  საქონელი არის ევროკავშირის ან აშშ-ის  წარმოშობის და მისი გადაადგილება ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. ბუნებრივია, წარმოშობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საქონელზეც ხორციელდება ცალკე კონტროლი. ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი რისკის პროფილია შექმნილი, რომლითაც ხდება ასეთი ტიპის საქონლის კონტროლი. ასევე, ცალკე რისკის პროფილია შემუშავებული უშუალოდ იმ პირებზე, რომლებიც შესულები არიან სანქციების სიაში და მათზე ხორციელდება ცალკე კონტროლი. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში, რომელიც უკვე საფინანსო სექტორში ახორციელებს ზედამხედველობას. შესაბამისად, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ხორციელდება, არის მკაცრად კონტროლირებადი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, აქტიური კომუნიკაციაა იმ უწყებებთანაც, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი სანქციების აღსრულების ნაწილზე.

 


„ამ მიმართულებით, ევროკავშირში არის ცენტრალიზებული ორგანო და მასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე, აქტიურად ვეთანამშრომლებით აშშ-ში შესაბამის უწყებებს.  ბუნებრივია, ამ პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული აშშ-ის საელჩო. იგივე ხდება დიდ ბრიტანეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც მონაწილეობს ეკონომიკურ აქტივობებში. საქართველოს ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი, სანქციების აღსრულებაში. აშშ-ში არსებობს სპეციალური პროგრამა, რომლის შემდგომაც პირები აბარებენ შესაბამის გამოცდას და იღებენ ექსპერტის სერტიფიკატს სანქციებთან მიმართებით. დღეს საქართველოს საბაჟო სამსახურს ჰყავს ორი ასეთი ექსპერტი და მათზე კვალიფიციურად პასუხს ვერავინ გასცემს კონკრეტულ ტრანზაქციასთან მიმართებით, არის თუ არა სანქცირებული", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელია, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც ვერ ხორციელდებოდეს ასეთი ტიპის კონტროლი ტვირთებთან მიმართებით, როგორიც ეს საქართველოში ხდება.

 

„ბრალდებისას სიტყვების გარდა, რაღაც ფორმით მაინც, წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები. სამწუხაროდ, ასეთი მტკიცებულებები არ არის და ბუნებრივია, ვერც იქნება, რადგან ის ბუნებაში არ არსებობს. თუ დააკვირდებით, ნებისმიერი მცდარი თუ ყალბი ინფორმაცია, ძირითადად, ვრცელდება პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც გარკვეული ინტერესები ამოძრავებთ და არცერთ შემთხვევაში ეს არ არის რომელიმე ოფიციალური ორგანო", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მედიას ინფორმაცია გადაამოწმოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

 

„ჩვენი თხოვნა მედიასთან მიმართებით არის სწორედ ის, რომ დავსვათ შეკითხვები, რათა გავიგოთ ზუსტი ინფორმაცია. არსებობს უწყება, რომელსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვს. სანამ გადაუმოწმებელ ინფორმაციას გავავრცელებთ, უმჯობესია, ინფორმაცია ავიღოთ პირველწყაროდან და შესაბამისად, ორივე ინფორმაცია თანაბრად გააშუქოთ - ოფიციალური წყაროსგან დადასტურებული და მხოლოდ ვარაუდების დონეზე გამოთქმული და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული. თქვენ, თუ ნახავთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს, ძალიან ბევრი განცხადება დევს. ვის მიერაც არ უნდა ყოფილიყო გავრცელებული ესა თუ ის ჭორი, ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ყოველთვის იყო გაცემული პასუხი, ამიტომ როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია არსებობს, მითუმეტეს სანქციებთან დაკავშირებით, თხოვნაა ეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურთან, საბაჟო დეპარტამენტთან გადავამოწმოთ. ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ტიპის ინფორმაციასთან ერთად გავრცელდეს, ოფიციალური პოზიცია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე
access_time2023-01-28 11:00:28
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვაკანსიების სიჭარბესა და უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პარადოქსია, მისი თქმით ქვეყანაში 55 000 კურსდამთავრებულია მათგან 80% კი უმუშევარია." ის ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შეტენო“...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...


მსგავსი სიახლეები

up