ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი რეგიონულ ბიზნესფორუმზე „ღია დიალოგი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი რეგიონულ ბიზნესფორუმზე „ღია დიალოგი" სიტყვით გამოვიდა

access_time2019-02-25 18:40:55

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიის პროექტის მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმი - „ღია დიალოგი" გაიმართა.


ფორუმს 200-მდე მეწარმე დაესწრო. მათ მიეცათ საშუალება, საჯარო/კერძო დიალოგის ფორმატში, ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებისათვის, მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქმიანობის პროცესში ექმნებათ.


ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


აღნიშნულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციებით შემდეგი სამთავრობო უწყებები წარდგნენ: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქონების ეროვნული სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, სააგენტო „აწარმოე საქართველოში", სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტო.



ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ფორუმზე უმნიშვნელოვანეს მოვლენად დაასახელა სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB" ნიშნულამდე გაუმჯობესება. „საკრედიტო რეიტინგი, ფაქტობრივად, ყველა განზომილებაში უყურებს ეკონომიკის სიძლიერეს, მდგრადობას, მმართველობის ხარისხს და აჩვენებს, თუ რამდენად სტაბილური და გადახდისუნარიანია ეკონომიკა. რეიტინგების მუდმივად გაუმჯობესების ტრენდი, რაც ბოლო წლებში ვაჩვენეთ მიუთითებს იმაზე, რომ სწორი გზით ვვითარდებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


მიუხედავად გლობალური თუ რეგიონული ეკონომიკური ზრდის შენელებისა, რომელიც 2018 წლის მეორე ნახევრიდან შეინიშნება, საქართველოში მაინც, 4.8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ინვესტიციები იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. „მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ჩვენ ვინარჩუნებთ დაბალ ინფლაციასა და სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


ასევე, ივანე მაჭავარიანმა, ყურადღება გაამახვილა ახლახან ამოქმედებულ ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) დაბრუნების ავტომატურ მექანიზმზე. ამ მხრივ, წინა წლის შედეგები შთამბეჭდავია, როდესაც 500 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაბრუნდა. ეს მონაცემი თითქმის 2,5-ჯერ მეტია, ვიდრე 2017 წლის შედეგები, თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით, წლევანდელი მოვლენა წარმოადგენს რევოლუციურ გარღვევას. „ავტომატურმა დაბრუნების სისტემამ ძირეულად შეცვალა დღგ-ს ზედმეტობის შინაარსი. ის უკვე წარმოადგენს არა უბრალოდ ზედმეტად გადახდილ გადასახადს, არამედ საკუთარ ანგარიშს შემოსავლების სამსახურში. ნებისმიერ დროს შესაძლებელია გადაწყვიტო, გქონდეს თანხა საკუთარ „დეპოზიტზე" შემოსავლებში, თუ დაიბრუნო დამატებით ინვესტიციის განსახორციელებლად", - განმარტა ივანე მაჭავარიანმა.


ღონისძიებაზე, ფინანსთა მინისტრი შეეხო პირველი იანვრიდან ამოქმედებულ დაგროვებით საპენსიო სისტემას, რომელიც წარმოადგენს პირველ და უდიდეს ნაბიჯს საპენსიო სისტემის რეფორმირების მიმართულებით. ივანე მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო გამოცდილების ყველა კვლევა არის უპირობო დასტური იმისა, რომ რეფორმა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უმნიშვნელოვანეს წყაროს.


ფორუმზე ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა სპეციალურ საგადასახადო რეჟიმს მულტინაციონალური კომპანიებისათვის, გადაწყვეტილებას საგადასახადო ჯარიმების ლიბერალიზაციის შესახებ და მცირე ბიზნესისათვის შექმნილ ახალ საგადასახადო რეჟიმს, რომლის მიხედვითაც ისინი ბრუნვის მხოლოდ 1%-იან გადასახადს იხდიან.







სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა
access_time2019-08-16 19:30:37
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების მიერ სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანების ექსპლუატაციის პროცესში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებზე მიუთითებს. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო...


მსგავსი სიახლეები

up