საქართველოს ფინანსთა მინისტრი ჰონგ-კონგის მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ჰონგ-კონგის მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს შეხვდა

access_time2019-03-19 14:45:04

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შეხვდა ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს, ედვარდ იაუს, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაციას ხელმძღვანელობს.


როგორც „კომერსანტს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციის ვიზიტის მიზანი, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა და შესაძლო ბიზნეს-კავშირების დამყარებაა ქართველ პარტნიორებთან.


მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობას.


აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჰონგ- კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტი 2019 წლის თებერვლიდან უკვე ძალაშია და მისი მიზანია, ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საინვესტიციო და ბიზნეს კავშირების გააქტიურების პერსპექტივას, პარტნიორობის საკითხებს ისეთ სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობა და მეწარმეობის განვითარება, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და სხვა.



ივანე მაჭავარიანმა სტუმარს გააცნო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილებისა და წარმატების გაზიარება, რომელიც ჰონგ-კონგს აქვს როგორც მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს.


ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც დიდი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში.


როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, რაც უახლოეს წლებში, ხელს შეუწყობს გაძლიერდეს საქართველოს როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალი.


მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თბილისში გამართული პანელი „ინვესტირების შესაძლებლობები საქართველოში კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მიმართ დაინტერესებას და საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას.








„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up