ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავსტრიის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავსტრიის ელჩს შეხვდა

access_time2020-11-18 15:14:10

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შეხვდა ავსტრიის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, საქართველოში თომას მიულმანს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივა.



ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ამჟამად არსებული ფინანსური რესურსები, მათ შორის, დონორების მიერ გამოყოფილი თანხების მობილიზების საკითხები.




ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ავსტრია მრავალი წლის განმავლობაში უწევს საქართველოს ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია შეთანხმებები, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, საჰაერო ტრანსპორტის, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და სხვა სფეროებში.



როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დინამიურად ვითარდება ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური თანამშრომლობა და იზრდება ავსტრიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით.



თავის მხრივ, ავსტრიის ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ავსტრია მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების მხარდაჭერას.



შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, ორივე ქვეყანა შეძლებს კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ბიზნეს-კავშირების გაძლიერებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








Business Insider: Facebook-ის და Twitter-ის კაპიტალიზაცია ჯამურად 51 მლრდ-ით შემცირდა

Business Insider: Facebook-ის და Twitter-ის კაპიტალიზაცია ჯამურად 51 მლრდ-ით შემცირდა
access_time2021-01-19 20:00:50
ბოლო რამდენიმე დღეში სოციალური ქსელების Facebook-ის და Twitter-ის კაპიტალიზაცია ჯამურად 51 მლრდ.-ით შემცირდა იმის გამო, რომ ინვესტორებს ტრამპის გვერდის გაუქმების გადაწყვეტილება არ მოეწონათ. მათ შორის Facebook-მა 47,6, ხოლო Twitter-მა 3,5 მლრდ. დოლარი დაკარგეს. ყველაფერი იმის შემდეგ დაიწყო, რაც ორივე კომპანიამ განაცხადა, რომ სამუდამოდ აუქმებენ დონალდ ტრამპის აკაუნტებს ახალი ძალადობის გაღვივების მაღალი რისკის გამო. ეს მოხვდა მთავრობის...

Forbes: Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის

Forbes:  Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის
access_time2021-01-19 19:00:53
2021 წლის 6-10 იანვარს მესენჯერ Signal-ს დღეში საშუალოდ 250 000, ხოლო Telegram-ს 1,1 მლნ. მომხმარებელი ემატებოდა, რაც ამ სერვისების 409% და 61%-ით ზრდას ნიშნავს. ასეთი ინტერესი მათ მიმართ, მსხვილი სოციალური ქსელების მიერ დონალდ ტრამპის და მისი მომხრეების წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა გამოიწვია. Signal-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, მისი უსაფრთხოება, რადგანაც ის განსაკუთრებით რთულ შიფრებს იყენებს, რომელთა დაბლოკვა თითქმის...

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება
access_time2021-01-19 13:00:20
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. გადაწყვეტილების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების შესახებ...

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს
access_time2021-01-19 16:00:38
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა, დღესღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა. „პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების...

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-19 15:00:03
10 000 რესტორნიდან, 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია, - ასე აფასებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე სარესტორნო ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას. მისი განმარტებით, რეგისტრირებული 10 000 რესტორნიდან 95% უმოქმედო და გაკოტრებულია. „ფაქტობრივად მკვდარია, ამას რა გააცოცხლებს არ ვიცი. ჩავთვალოთ, რომ რესტორნის მფლობელმა ახალი კაფე/რესტორანი უნდა გახსნას და არა მუშაობა განაახლოს. უამრავი კაფე/რესტორანი დაიცალა იმის გამო, რომ მეპატრონეს...


მსგავსი სიახლეები

up