ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

access_time2020-11-19 18:30:00

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვირტუალურ ფორმატში შეხვდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერსს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



„მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის ფარგლებში ფონდის შემფასებელ მისიასთან შეთანხმებული საკითხები.



შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პერიოდში, ასევე, 2021 წელს ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე.




ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და წარმატება უსურვა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში.



ხაზი გაესვა იმ ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაუწია საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.



პოლ ჰილბერსის თქმით, მისიის დონეზე მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ს ხელმძღვანელობა და აღმასრულებელი საბჭო დეკემბერში განიხილავს და დამტკიცების შემდეგ საქართველოსთვის დამატებით ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით, 112.1 მილიონი აშშ დოლარი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up