ფინანსთა მინისტრი ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმეზე - არა მარტო შემოსავლების სამსახურის, არამედ ნებისმიერი უწყების წარმომადგენელი დაუსჯელი არ დარჩება

ფინანსთა მინისტრი ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმეზე - არა მარტო შემოსავლების სამსახურის, არამედ ნებისმიერი უწყების წარმომადგენელი დაუსჯელი არ დარჩება

access_time2019-08-14 15:30:32

გამოძიების მასშტაბი ისეთია, რომ მე დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე გარეულია, დანდობა არ იქნება. არა მარტო შემოსავლების სამსახურის, არამედ ნებისმიერი უწყების წარმომადგენელს თუ ამ საქმესთან რაიმე არაკანონიერი შეხება ჰქონდა, დაუსჯელი არ დარჩება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე დანაშაულებრივი სქემის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა .


მინისტრის თქმით, საქმე გვაქვს ყალბი ანგარიშფაქტურების გამოწერასთან, შესაბამისად, ამით არგადახდილი დღგ- ს ანგარიშზე დასმასთან.


როგორც მაჭავარიანი აცხადებს, მსგავსმა დანაშაულმა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ფართო მასშტაბი მიიღო და შესაბამისი გამოძიება დაადგენს, იყვნენ თუ არა დანაშაულებრივ სქემაში ჩართულნი მოქმედი თანამდებობის პირები.



„ეს დანაშაული, რაც დღგ არსებობს იმ დროიდან არსებობს ყველა ქვეყანაში, მათ შორის ძალიან განვითარებულ ქვეყნებში. უბრალოდ ჩვენს შემთხვევაში, წელიწად ნახევრის წინ დაიწყო ამის მასშტაბში გაზრდის პროცესი. ბოლო 6 თვეა განსაკუთრებული სამუშაოები ჩატარდა, მანამდეც იყო რამდენიმე ასეთი საქმე ძიებაში, უბრალოდ ახლა მოხდა რამოდენიმე საქმის ერთმანეთთან დაკავშირება, რითაც გამოიკვეთა, რომ უფრო დიდი ჯგუფი იყო. გამოიკვეთა, რომ ეს სხვადასხვა ეპიზოდები ჯამში ერთი სქემის ნაწილია. ვინაობებს მე პირდაპირ ვერ გეტყვით, მაგრამ გეტყვით, რომ ზოგიერთი საქართველოში არ იმყოფება, ზოგიერთი შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო და შესაბამისად, რაღაც ცოდნას ფლობდა.


რაც შეეხება იმას, არიან თუ არა საქმეში ახლანდელი თანამშრომლები ჩართული, მიმდინარეობს გამოძიება შემოსავლების სამსახურში. თუ გამოიკვეთა რომელიმე პირის მონაწილეობა ამ დანაშაულში, ყველა რესურსია იმის, რომ ეს გამოვკვეთოთ“, - აცხადებს მაჭავარიანი.


შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა. გამოძიება დაწყებულია 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ, მათგან 38 პირი პატიმრობაში იმყოფება.








გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც  არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“
access_time2019-09-19 16:15:58
ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფომ მედიკამენტების ფასები ნაწილობრივ დარეგულიროს. როგორც ტურიძილაძე განმარტავს,მედიკამენტების ფასის რეგულირება ფასის შეკავების მექანიზმია, რომელიც როგორც წესი, ფარმაცევტული დანახარჯის შესამცირებლად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გამოიყენება. საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამოუკიდებლად ეს ინსტრუმენტი ეფექტური...

საქართველოდან ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში 24 პროცენტით, ევროკავშირში კი, 25 პროცენტით გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში 24 პროცენტით, ევროკავშირში კი, 25 პროცენტით გაიზარდა
access_time2019-09-19 12:24:14
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12.4 პროცენტით მეტია.საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 274.0 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 24.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.8 პროცენტს შეადგენს. საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 571.1 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 25.3 პროცენტით მეტია წინა...


მსგავსი სიახლეები

up