ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდნენ

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდნენ

access_time2021-09-23 13:50:00

დღეს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონეს და EBRD-ის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



„ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ენერგოსექტორის მოდერნიზაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორის განვითარება, ქვეყნის რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.



მინისტრებმა EBRD-ის მმართველ და რეგიონულ დირექტორებს გააცნეს ეკონომიკაში დღეს არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.




შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში.



საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 1992 წელს გაწევრიანდა. EBRD საქართველოში საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, დღეის მდგომარეობით, ბანკს ქვეყანაში ინვესტირებული აქვს 4 მლრდ ევროზე მეტი 250-ზე მეტ პროექტში, მათ შორის, 87% - კერძო სექტორში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
EBRD



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...


მსგავსი სიახლეები

up