ფინანსისტი: Fith-ის გადაწყვეტილება ჭარბვალიანობით აიხსნება

ფინანსისტი: Fith-ის გადაწყვეტილება ჭარბვალიანობით აიხსნება

access_time2019-04-18 15:30:42

პასუხისმგებლიან დაკრედიტებას კიდევ ერთი ქომაგი გამოუჩნდა.


- ის რაც კარგია ქვეყნის ეკონომიკისათვის, კარგია ბანკებისთვის და არა პირიქით, - გოგიტა ცუცქირიძე 2007-2008 წლების მტაცებლური დაკრედიტების პერიოდს იხსენებს - 700 000 მსესხებლის ათასი ვალდებულების ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შედეგს.


- ბანკისთვის რაც მომგებიანია ეკონომიკისთვის შეიძლება სულაც არ იყოს კარგი.


ცუცქირიძე, თიბისის და საქართველოს ბანკისთვის რეიტინგის გაუარესებაზე Fitch-ის გადაწყვეტილებასაც სწრაფი საცალო და სავალუტო სესხების ზრდას უკავშირებს. სწორედ ამით გამოწვეული რისკები ასახა Fitch-მა.


შეგახსენებთ, თებერვალში Fitch-მა, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი წინა წლის „BB-“ -დან „BB“-მდე გააუმჯობესა, რასაც ცუცქირიძე მაკროეკონომიკურ მგრადობას და რეფორმებს უკავშირებს, ასევე საბანკო რეგულაციებს და საპენსიო სისტემის დანერგვას. ეკიპირებას, რაც საგარეო შოკებისგან დაცვას ემსახურება.


სუვერენული რეიტინგი, ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელსაც უყურებენ საერთაშორისო ინვესტორები, მოქმედებს საკრედიტო რესურსზე, აიაფებს ფულს. შესაბამისად:



- რაც მაღალია რეიტინგი უკეთესია ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივა და დაბალია რისკები.


სავალუტო ფონდის მაღალ შეფასებაზეც ამახვილებს ყურადღებას. S&P-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებაზე სტაბილურიდან პოზიტიურამდე.


„ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება ბანკების რეიტინგის გაუარესების ფონზე კარგი იყოს. პირიქით, კარგი იქნებოდა კომერციული ბანკების რეიტინგის ასევე გაუმჯობესება. როგორც იცით, მაღალ რეიტინგს, სუვერენულის ანალოგიურს, მხოლოდ პროკრედიტ ბანკი ინარჩუნებს.


ცუცქირიძე რეიტინგ გაუარესებული საქართველოს ბანკის CEO-ს შეფასებაზე ამახვილებს ყურადღებას.


„სებ-ის ცვლილებები განხორციელდა მთლიანი სისტემის, ისევე როგორც მოწყვლადი მოსახლეობის დიდ ვალთან მიმართებით, რისკების შესამცირებლად. რეგულაციების მოკლევადიანი გავლენა ამოწურულია და მომავალში იქნება მხოლოდ ბენეფიტები.


„ეს ტოვებს იმედს, რომ ქართული ბანკები ბოლოს და ბოლოს მაღალ საპროცენტო მარჟაზე აგებული მოკლევადიანი ტაქტიკური ბიზნეს მოდელიდან, ევროპულის ქვეყნების სტრატეგიულ ბიზნეს მოდელზე გადავლენ, რაც მომხმარებელთან უფრო მეტ ინტეგრაციაზე, მათი უფლებების დაცვაზე და რაც მთავარია ეკონომიკის დაკრედიტებაზე იქნება ორიენტირებული!!!


ბანკები განსაკუთრებით წამყვანები, პირველ რიგში თიბისი, პრინციპულად ეწინააღდეგებოდნენ რეგულაციებს. ჭარბვალიანობის რისკის გაზვიადებულობას ამტკიცებდნენ და ნეგატიურ შედეგებს პროგნოზირებდნენ.


ეს პოსტიც ამ ახალი ნარატივით მსურს დავასრულო-ის რაც კარგია ქვეყნის ეკონომიკისათვის, კარგია ბანკებისთვისაც და არა პირიქით!!!


GBC



თეგები:
Fith



თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს
access_time2019-05-24 16:00:07
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო, პროტესტის მერვე დღეს სამმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულები ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე მაღაროელებმა მთავრობას მიმართეს და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. — რატომ არ რეაგირებენ და რატომ ახსენდებათ მოქალაქეები მმართველი გუნდის...

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი  შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“
access_time2019-05-24 15:00:47
“ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან. სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი“, - ამ სიტყვებით დააანონსა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციური პროექტების დააფინანსებს ახალი პროგრამა. პრემიერმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალგაზრდა...


მსგავსი სიახლეები

up