Financial Times: “სბერბანკი“ ცდილობს რუსული Amazon გახდეს

Financial Times: “სბერბანკი“ ცდილობს რუსული Amazon გახდეს

access_time2021-09-07 20:00:24

წლების მანძილზე რუსეთის უმსხვილეს სახელმწიფო ბანკში მიიჩნევდნენ, რომ ადგილობრივი ფილიალების დიდი რაოდენობა საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია და განვითარებას აფერხებს.


თუმცა, ბოლო წლებში, სწორედ ეს უზარმაზარი ქსელი მისი ძირითადი კონკურენტული უპირატესობა გახდა. სწორედ მათი მეშვეობით ბანკი რუსულ Amazon-ად გადაქცევას ფიქრობს. მენეჯმენტის გეგმების მიხედვით, ბანკმა მოსახლეობას არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ყველანაირი სხვა მომსახურება უნდა გაუწიოს - კვების მიწოდებით დაწყებული – ვიდეო-სტრიმინგით დამთავრებული.


„სბერბანკის“ ლიდერები აღიარებენ, რომ ეს იდეა პირველ წლებში წამგებიანი იქნება, თუმცა, საკუთარი ეკოსისტემის შექმნა ძალზე მნიშვნელოვანია ბანკის სამომავლო განვითარებისთვის, რადგანაც, მაღალი ტექნოლოგიების სფერო საბანკო სექტორში სულ უფრო მეტად შემოდის.


საბოლოო ჯამში, „სბერბანკს“ 40-მდე კომპანიის გაერთიანება სურს, დაახლოებით ისე, როგორც ამას მსხვილი ჩინური კონცერნები აკეთებენ.


ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ლევ ხასისის თქმით, ეკოსისტემები უკვე მთელს მსოფლიოში ვითარდება და თუ რუსეთმა ამ მხრივ არაფერი მოიმოქმედა, რუსებს ჩინურ ეკოსისტემაში ცხოვრება მოუწევთ.


„Apple-ს თავისი ეკოსისტემა აქვს, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. ძალიან აქტიურობენ ასევე Google და Facebook, რომლებიც ონლაინ სავაჭრო პლატფორმებს, საგადამხდელო სისტემებს და სხვა სერვისებს ავითარებენ. თუ თქვენ საკუთარ ეკოსისტემას არ ქმნით, საბოლოოს სხვისის გამოყენება მოგიწევთ“,  - ამბობს ხასისი.


რუსული ეკოსისტემის ძირითადი ელემენტია ონლაინ-ვაჭრობა, რომელიც 2020 წელს 37 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ამ სფეროში ცენტრალური მოთამაშეები რუსეთის უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური კომპანიები არიან - Яндекс და Mail.ru.



პარალელურად, ონლაინ-ვაჭრობის 2 უმსხვილესი რუსული კომპანია - Wildberries და Ozon საკუთარი გეგმების რეალიზებისთვის ბანკებს ყიდულობენ.


„სბერბანკი“ უნიკალურ მდგომარეობაშია, რასაც მისთვის დიდი მოგების მოტანა შეუძლია - მას 100 მლნ. კლიენტი ჰყავს და მათ შორის 27 მლნ. ბანკის სხვადასხვა აპლიკაციებს აქტიურად იყენებს.


2021 წლის პირველ ნახევარში ბანკის მოგებამ $8.5 მლრდ შეადგინა. Moody's–ის ექსპერტების აზრით, ამის საწინდარია მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება, რაც მას ხარჯების შემცირების საშუალებას აძლევს.


სადღეისოდ „სბერბანკი“ სავაჭრო სერვისის СберМегаМаркет განვითარებაზე მუშაობს და კომპანიაში 2023 წლისთვის 350 მლრდ დოლარის ჩადებას გეგმავს. ასევე იგეგმება ინვესტირება სურსათის მიწოდების სერვისში  СберМаркет, რომელიც ამ დროისთვის ბაზრის 13%-ს აკონტროლებს.


ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და „სბერბანკს“ არაფინანსური სერვისების განვითარებისთვის ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია.



ამ ეტაპზე 2 მლრდ. დოლარის ინვესტიციების მიუხედავად, 2020 წელი „სბერბანკის“ ეკოსისტემამ 11,2 მლრდ რუბლის წაგებით დაასრულა, თუმცა, უკვე 2021 წლის პირველ ნახევარში მოგებამ 74 მლრდ რუბლი შეადგინა.


ბანკის გეგმით, 2023 წლისთვის მისი მოგების 5% ეკოსისტემაზე უნდა მოდიოდეს, ხოლო 2030-ში - 30%.


ბანკს ასევე სურს მისი 13 900 ფილიალის გამოყენება ონლაინ-შენაძენების გაცემის პუნქტებად, რაც ლოგისტიკას გაამარტივებს.


„ჩვენ უზარმაზარი საბანკო ბიზნესი გვაქვს, რომელმაც დაჩრდილა ყველაფერი დანარჩენი. როდესაც მზე ანათებს ძნელია დაინახო მთვარე. თუმცა, ბოლოს და ბოლოს ეს შეიცვლება და მოსახლეობა ჩვენს ეკოსისტემას სათანადოდ დააფასებს“, - განაცხადა ხასისმა.


FT.COM




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up