Financial times: რუსები და არაბები ამერიკის ფიკალის ინდუსტრიას ვერ დაანგრევენ

Financial times: რუსები და არაბები ამერიკის ფიკალის ინდუსტრიას ვერ დაანგრევენ

access_time2020-05-05 20:00:26

რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა თავის თავზე რუსეთს და საუდის არაბეთს შორის სანავთობო კონფლიქტში შუამავლის როლი აიღო.იმისთვის, რომ მათ შორის გაჩაღებული დამანგრეველი საფასო ომი დასრულებულიყო.თუმცა, მისი შუამავლობით მიღწეული შეთანხმება უსარგებლო აღმოჩნდა. გარიგების მონაწილეებმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მოთხოვნის ვარდნას ვერაფერი მოუხერხეს.

 

ახალი რეალობა ასევე ამერიკის ფიკალის ნავთობის ინდუსტრიასაც შეეხო. სწორედ ფიკალის ტექნოლოგიის წყალობით აშშ მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა გახდა  და დღეს, სწორედ ეს ინდუსტრია კრახის წინაშე დგას.ამერიკული ნავთობი დრამატულად გაიაფდა, რამდენიმეჯერ ის წამგებიანიც კი გახდა, ამან კი ყველაზე მსხვილ ნავთობმომპოვებლებსაც კი დიდი თავის ტკივილი გაუჩინა- მაშინ, როდესაც მწარმოებლებს უწევთ ფულის  მყიდველებისთვის გადახდა,როგორ შეიძლება ნავთობმოპოვების შენარჩუნება?

 

აშშ-ში ნავთობმოპოვების მკვეთრი ზრდის წყალობით დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე ქვეყნის დამოკიდებულების აღმოფხვრით იწონებს თავს.  თუმცა, ბოლო პერიოდში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა - ამერიკული შავი ოქროს თვითღირებულება უცხოელ კონკურენტებზე მაღალია, შესაბამისად, ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

 

ნავთობზე დღევანდელი ფასების შენარჩუნება ფიკალის ინდუსტრიისთვის გაკოტრების ტოლფასია.

 

„,მე თუ ბიზნესიდან გასვლა მომიწევს,მხოლოდ მე კი არ დავზარალდები,ათობით თანამშრომელი უმუშევარი დარჩება, საზოგადოებაც, რომელიც გადასახადებზეა დამოკიდებული - ამბობს ერთ-ერთი ამერიკული მცირე ნავთობმომპოვებელი კომპანიის მფლობელი.ამერიკელი სენატორების  მთავრობას ნავთობკომპანიებისთვის დახმარების  აღმოჩენას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო ადგილების დაკარგვას და უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულების დაბრუნებას პროგნოზირებენ.სავარაუდოდ, დახმარება გარდაუვალი ჩანს. თუმცა, ამის მიუხედავად, უაღრესად შთამბეჭდავია ამერიკის სანავთობო სექტორის ვარდნა, რომელიც არანაკლებად განსაცვიფრებელია, ვიდრე მისი სწრაფი და მოულოდნელი აღმავლობა.

 

2019 წლის ბოლოსთვის აშშ-ს ნავთობმოპოვებამ დღე-ღამეში თითქმის 13 მლნ. ბარელს მიაღწია. ზრდა 3 წლის წინ დაიწყო  და 2019 წლისთვის აშშ თავის მოთხოვნილებას ნავთობზე თითქმის მთლიანად აკმაყოფილებდა.ზოგადად კი, 2008 წლიდან შტატებში ნავთობმოპოვება თითქმის გაორმაგდა.2021 წლისთვის  ეს მონაცემი 11 მლნ.-მდე შემცირდება. თანაც ეს  უკეთეს შემთხვევაში. ფიკალის ნავთობის კომპანია Pioneer Natural Resources-ის დირექტორის სკოტ შეფილდის თქმით, თუ ამერიკული ნავთობის ფასი 10 დოლარი ბარელზე იქნება, მაშინ მოპოვება 7 მლნ.-მდე შემცირდება.იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბარელი 35 დოლარამდე გაძვირდება, მოპოვების შემცირება დღე-ღამეში 3 მლნ.-ს შეადგენს.

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის მეგან სალივანის თქმით, ფიკალის რევოლუციამ აშშ-ს საგარეო პოზიციები გააძლიერა და მის მოწინამღდეგეებს, ისეთებს, როგორც რუსეთი, ირანი და ვენესუელაა, დიდი ზარალი მიაყენა.


 

ნავთობის გაიაფებამ შესაძლოა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო პოზიციები მკვეთრად გააუარესოს. აშშ- ნავთობის ინსტიტუტის გათვლებით, შავ ოქროზე ამერიკის მშპ-ს 10% მოდის, თუმცა, ეს ორგანიზაცია ნავთობინდუსტრიის ლობისტია. შესაბამისად, ეს ციფრი გადაჭარბებულია.არამხოლოდ წვრილი, არამედ მსხვილი ამერიკული ნავთობკომპანიები, ისეთები, როგორცაა ExxonMobil და Continental Resources ინვესტიციებს ფიკალის ინდუსტრიაში მკვეთრად ამცირებენ. კერძოდ, 2020 წლისთვის დაგეგმილი 130 მლრდ-ის ნაცვლად, სექტორში 100 მლრდ. ჩაიდება. მუშა ჭაბურღილების რაოდენობა ფიკალის საბადოებზე 40%-ით, მოპოვება კი დღე-ღამეში 900 000 ბარელით შემცირდა.

 

ბოლო დღეებში ამერიკული ნავთობი 20 დოლარამდე გაძვირდა, თუმცა, ფიკალის ინდუსტრიისთვის მინიმალურად მისაღები ფასი - 40 დოლარია. შესაბამისად, ვარდნა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.Whiting Petroleum გახდა ფიკალის ნავთობის პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა. თუმცა, ეს პროცესი ჯერ კიდევ კრიზისამდე დაიწყო. ეს კი არა მხოლოდ თავად მენავთობეებს, არამედ მათ კონტრაქტორებსაც დააზარალებს. Whiting Petroleum-ის ინფორმაციით, ის ვალებს 25 პარტნიორ-კომპანიას ვერ უსტუმრებს, მათ შორის ყველაზე მსხვილი დავალიანება 9 მლნ. დოლარს შეადგენს.

 

ამ კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით აზრები გაიყო - ნაწილი საბაზრო მიდგომების შენარჩუნებას პრინციპულ საკითხად მიიჩნევს, ნაწილი კი იმპორტულ ნავთობზე ტარიფების დაწესებას ითხოვს.ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული ჯერ არ არის. დიდი კომპანიები საბაზრო პრინციპებს ემხრობიან, ხოლო მცირე და შესაბამისად, უფრო სუსტები, პირიქით - პროტექციონიზმს.

 

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ აპოკალიფსური სურათის მიუხედავად, ფიკალის ინდუსტრია გადარჩება და განვითარდება.ბევრი მცირე კომპანია გაკოტრდება, თუმცა, ბაზრის დიდ მოთამაშეებს აქვთ ასევე დიდი შესაძლებლობები.

 

დღეს უოლ-სტრიტზე ძირითადად იმ კომპანიებს აქცევენ ყურადღებას, ვისაც გააჩნია გადარჩენის რესურსები და სწორედ ისინი ამ ომში გაიმარჯვებენ - ამბობს  RS Energy Group-ის დირექტორი ენდრიუ გილიკი.ამერიკელი მენავთობეების აზრით, ნავთობის კატასტროფული ვარდნა არა ტრამპის, არამედ საუდის არაბეთის ბრალია. რაც უფრო დიდხანს იქნება დაბალი ფასები ნავთობზე, მით მეტია აშშ-ს მიერ საუდის არაბეთის წინაამღდეგ სანქციების შემოღების ალბათობა.

 

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ვერც საუდის არაბეთი და ვერც რუსეთი ამერიკული ფიკალის ნავთობის ინდუსტრიის დახჩობას ვერ მოახერხებს.

 

თუ რუსეთი და საუდის არაბეთი ფიკალის ინდუსტრიის დანგრევაზე ფიქრობენ, ისინი ცდებიან. ბევრი მცირე კომპანია გაკოტრდება და მათ შეისყიდიან მსხვილი მოთამაშეები. კრიზისის დასრულების შემდეგ მუშაობას სწორედ ისინი განაახლებენ. ფიკალის ინდუსტრია გადარჩება. მხოლოდ მფლობელები შეიცვლება - მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტი ნავთობის საკითხებში ემი ჯაფე.

 

 

წყარო: ft.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up