Financial times: როგორ გაზარდა მოდების სახლმა  Saint Laurent  2 მლრდ-მდე შემოსავალი?

Financial times: როგორ გაზარდა მოდების სახლმა Saint Laurent 2 მლრდ-მდე შემოსავალი?

access_time2020-02-21 19:45:19

კრეატიული და გენერალური დირექტორის ტანდემის ეფექტური მუშაობის წყალობით, სტრატეგიის რადიკალური შეცვლის გარეშე, მოდების სახლმა Saint Laurent პირველად არსებობის ისტორიაში  2 მლრდ. ევროს შემოსავალი  მიიღო.კომპანიის ტოპ-მენეჯერები თვლიან, რომ მთავარია არ მიაქციო ყურადღება კომპანიის ზომას და ის საგიჟეთად არ აქციო.

 

2019 წელს მოდების სახლ Saint Laurent-ის შემოსავალმა  თითქმის 2,05 მლრდ. ევროს მიაღწია. კომპანიამ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გადალახა 2 მილიარდიანი ზღვარი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდების სახლის სტატუსი მოირგო.დიდწილად ეს არის ორი ადამიანის  - კრეატიული დირექტორის ენტონი ვაკარელოს და გენერალური დირექტორის ფრანჩესკა ბელეტინის - დამსახურება.

 

რამდენიმე წლის წინ ამ ორ თანამდებობაზე  მყოფი ადამიანების ერთობა  წარმოუდგენელი იყო. ტრადიციულად, გენერალური და კრეატიული დირექტორები როგორც წესი არიან ანტაგონისტები და განასახიერებენ მუდმივ ბრძოლას კომერციულ მოგებას და შემოქმედებით თავისუფლებას შორის.

 

ეს დამახასიათებელია თითქმის ყველა მოდის სახლისთვის  და არც Saint Laurent-ია გამონაკლისი. ბოლო პერიოდში ამ ორ საკვანძო  თანამდებობაზე  შესაფერისი ადამიანების დანიშვნა  ორივე მხარის ერთობლივი წარმატების საწინდარი გახდა.

 

მაგალითად, კრეატიული დირექტორის ალესანდრო მიკელეს და გენერალური დირექტორის მარკო ბიცარის დუეტმა  Gucci-ის 8 მლრდ.-ზე მეტი მოუტანა, ხოლო Dior-ის გენერალურმა დირექტორმა პიეტრო ბაკარიმ მამაკაცებს ტანსაცმლის განყოფილების კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, კრეატიულ დირექტორად მოდელიერი კიმ ჯონსი დანიშნა. ეს ნაბიჯიც  შედეგიანი აღმოჩნდა.ბელეტინი Saint Laurent-ს   სათავეში 2013 წელს ჩაუდგა. კომპანიის თანადამაარსებელთან პიერ ბარჟესთან შეხვედრის დროს, მან განაცხადა, რომ  ბრენდის გაყიდვების ზრდას 3 მლრდ. ევრომდე  აპირებს. კომპანიისთვის, რომლის შემოსავალიც იმ დროს იყო 500 მლნ. ევრო, ეს მიზანი არარეალისტურად გამოიყურებოდა.თუმცა, ბელეტინი ასე არ თვლიდა.

 

როდესაც თქვენ  ამ ბრენდს უერთდებით, ხედავთ, რომ ყველაფერი აუცილებელი უკვე ადგილზეა. ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო საქონელი, ჩვენ მხოლოდ უნდა მოვძებნოთ ძრავის აჩქარების სწორი ხერხები  - განაცხადა მან.

 

2016 წლის აპრილში, ერთადერთი იმედი,მოდების სახლის კრეატიული დირექტორი ვაკარელო გახდა.


 

ენტონი იყო ჩემი ერთადერთი და უკანასკნელი იმედი, ყოველთვის ვამბობ, რომ ცოტას ვბრაზობდი კიდეც, იმის გამო, რომ ყველა ჟურნალში წინა გვერდებზე იყო Saint Laurent-ის ჩანთების და ენტონი ვაკარელოს ტანსაცმელი. იმ დროს მისი ტანსაცმელი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და შეესაბამებოდა ჩვენი მოდების სახლის  სულს - თქვა ბელეტინიმ.თავად ვაკარელო ყვება, რომ თავიდან მას მიმართეს ანონიმურად და შესთავაზეს მოდების სახლის კრეატიული დირექტორობა, თუმცა, არ დააზუსტეს, რომელ ბრენდზე იყო საუბარი.

 

 ვიხუმრე, რომ ერთადერთი მოდების სახლი, რომლისთვისაც მე მზად ვარ შევაჩერო ჩემი საკუთარი ბრენდი  და სადაც მაინტერესებს მუშაობა არის Saint Laurent. შემდეგ გავიგე, რომ თურმე მეპატიჟებიან სწორედ Saint Laurent-ში. ეს  ძალიან სასიამოვნო იყო  - ამბობს ის.ბელეტინის და ვაკარელოს  ბევრი საერთო აქვთ - ორივე  უპირატესობას შავ ტანსაცმელს ანიჭებს, საუბრობს ორ ენაზე  - იტალიურად და ბიზნესის ენაზე.

 

ხშირად ურეკავ ფრანჩესკას, იმისთვის, რომ გავიგო ახალი ციფრები და გასული კვირის გაყიდვების მოცულობა. უნდა ვიცოდე რა მუშაობს, და რა არა  - აცხადებს  ვაკარელო.მოდელიერისთვის ეს არა უბრალო ცნობისმოყვარეობა  - Saint Laurent-ში მოსვლამდე ის მუშაობდა თავის პატარა ბრენდში  და მისთვის ყიდვა-გაყიდვის საკითხებში გარკვევა ბიზნესში დარჩენისთვის აუცილებელი იყო.

 

 ეს საგიჟეთი არაა

 

„Saint Laurent-ის მშვენიერება იმაშია, რომ კრეატივი მხარდაჭერილია მთელი გუნდის მიერ ჯერ კიდევ ივ სენ ლორანის დროიდან. ეს არაა საგიჟეთი, სადაც კერავენ ექსპერიმენტალურ ტანსაცმელს. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს პალტო, და ნახევარ-პალტო, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს შარვალი. ამიტომაც ჩვენთან არ იყო ბრძოლა კომერციული სტრატეგიისთვის. როდესაც მე ვქმნი ტანსაცმელს, ვფიქრობ ქუჩაზე, ქალებზე - ამბობს ვაკარელო.

 

 ესთეტიური თვალსაზრისით, მისი სამუშაო შეიძლება შეფასდეს როგორც ბრენდის ევოლუცია  და არა მისი პირადი რევოლუცია. მისი წინამორბედის მიერ დატოვებული ელემენტები ისევ რჩება ბრენდის ნაწილად, თუმცა, ახალმა ხელმძღვანელმა რამდენიმე მიმართულება შეცვალა.მან   ბრენდს შემატა, სექსუალურობა,  ბზვინვარება  და ტყავის ნაკეთობები.  გარდა ამისა, ბრენდის მთავარმა დიზაინერმა  ყურადღება ქალებს ისევ მიაქცია.გენ.დირექტორი ხედავს Saint Laurent-ს როგორც Dior-ის ან Chanel-ის დონის კომპანიას, იმის მიუხედავად, რომ ის უფრო მცირეა.

 

ადამიანებისთვის Saint Laurent არის სახელი. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ Saint Laurent არის ძალიან მაგარი ბრენდი, შედარებით მცირე ზომის მიუხედავად. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი  ლიდერების დონეზე გაყვანა  - ამბობს ფრანჩესკა ბელეტრინი.

 

Saint Laurent-ის მომავალზე საუბრისას, გენერალური დირექტორი იხსენებს პროგნოზს 3 მლრდ-იან შემოსავალზე. დღეს კი, როდესაც ის ახლოსაა ამ მაჩვენებელთან, ისახავს ახალ მიზანს - შემოსავლის  5 მლრდ. ევრომდე გაზრდას.გეფიცებით, ჩვენ  ამისთვის ყველაფერი გვაქვს  - ირწმუნება  Saint Laurent-ის გენერალური დირექტორი.

 

 

წყარო: Financial times

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up