Financial times: ნავალნის მოწამლვამ ბერლინის პოზიცია „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ზე ვერ შეცვალა

Financial times: ნავალნის მოწამლვამ ბერლინის პოზიცია „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ზე ვერ შეცვალა

access_time2020-09-27 19:00:56

რამდენიმე კვირის მანძილზე ბერლინში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ნავალნის მოწამლვის ფაქტი გერმანიის კანცლერს „ჩრდილოეთნაკადი-2“-ს თაობაზე პოზიციის შეცვლას აიძულებდა.


ეს თემა განსაკუთრებით იმის შემდეგგააქტიურდა, რაცგ ერმანელმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ რუსი ოპოზიციონერი სამხედრო დანიშნულების გაზით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. თუმცა, ჯერ გაურკვეველია ანგელა მერკელი რუსული გაზსადენის მხარდაჭერაზე უარის თქმისთვის რამდენად მზადაა. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ გაზსადენი ერთია, ხოლო ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობა - მეორე.


მეტიც , მას ამ საკითხში მხარს მთელი გერმანული პოლიტიკური ელიტა უჭერს.


„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო ფრაქცია გამოდიოდა - მისმა ლიდერმა ანალენ აბერბომ მამთავრობისგან ამ პროექტის შეჩერება მოითხოვა, და განაცხადა რომ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ევროპას ხლეჩს.


თუმცა, ბერბოკიდამ ისითანა პარტიელები სრულ მარტოობაში აღმოჩნდა - ეს იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც პოლიტიკური მოწინაამღდეგეები რაღაც საკითხში გაერთიანდნენ.


სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რეგიონ პომერანიას პრემიერ-მინისტრმა მანუელა შვეზიგმა განაცხადა, რომ გერმანიისთვის გაზი, როგორც გარდამავალი პერიოდის საწვავი, ძალიან მნიშვნელოვანია მანამდე, სანამ ქვეყანა საბოლოოდ სუფთა ენერგეტიკაზე გადავა.



„2022 წელს ჩვენ ატომურ ელექტროსადგურებს ვხურავთ, 2038-ში - ნახშირისას. გაურკვეველია, რამდენად შესაძლებელი იქნება ენერგიის ამ წყაროების ქარით და მზით ჩანაცვლება, ამიტომაც, გაზი აუცილებლად გვჭირდება“ - განაცხადა მან.


ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის დეპუტატმა იენსკეპენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობაზე 10 მლრდ. ევრო უკვე დაიხარჯა, და მისი 97%-უკვე მზადაა.


„ასაშენებელია მხოლოდ 150 კილომეტრი. რატომ უნდა დალპეს ეს ყველაფერი უმოქმედოდ ზღვის ფსკერზე?“ - კითხულობს ის.


გავლენიანი გერმანელი პოლიტიკოსები მძიმე მდგომაროებაში აღმოჩნდნენ. მათ ნავალნის მოწამლვის გამო რუსეთის დასჯა სურთ, თუმცა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის გაჩერებაც აშინებთ - ევროპაში გაზზე მოთხოვნა იზრდება, მათი რესურსები კი მცირდება. თანაც პროექტში მილიარდები სწორედ ევროპელმა ინვესტორებმა ჩადეს, და ამ კაპიტალს სწორედ ისინი კარგავენ.


მშენებლობას გაზპრომი ახორციელებს, თუმცა ინვესტიციების ნახევარი Royal Dutch Shell-მა, Engie-მ, და OMV-მა დადეს. აქედან გამომდინარე, პროექტის დაბლოკვის შემთხვევაში, გერმანიის მთავრობას ასობით მილიონი ევროს ჯარიმების და კომპენსაციების გადახდა მოუწევს.


გერმანია საკუთარი ენერგეტიკული ბაზრის უცხოური ინვესტიციებისთვის მიზიდულობის შენარჩუნებას ცდილობს.


„სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანიას საკუთარი მსხვილი სახელმწიფო ენერგო კორპორაცია არ გააჩნია, ამიტომაც, ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია კერძო კომპანიების საქმიანობაზე. მათ კი გამჭირვალე და სანდო რეგულაციები სჭირდებათ“ - განაცხადა ენერგეტიკის დარგში ექსპერტმა კირსტენვესტფალმა.


გერმანიის დამოკიდებულება „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მიმართ, ანგელა მერკელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა - ნავალნის მოწამლვა და გაზსადენი - ორი განსხვავებული საკითხია, და მათი აღრევა არ შეიძლება.


Financial times

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ნავალნი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up