Financial Times: მსოფლიოში ყველაზე მსხვილი შეთანხმება ისევ გადაიდო

Financial Times: მსოფლიოში ყველაზე მსხვილი შეთანხმება ისევ გადაიდო

access_time2019-10-21 22:40:42

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ Saudi Aramco-მ აქციების პირველადი განთავსების (IPO) დაწყება გადადო. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times-ი წერს.

 

მისი ცნობით, ეს გადაწყვეტილება სექტემბერში კომპანიის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დრონების თავდასხმას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიაში ჯერ არ იციან, როგორ აისახა ავიაშეტევა მათ კვარტალურ შემოსავლებზე.

 

მანამდე მედია წერდა, რომ Saudi Aramco აქციების პირველადი განთავსების შესახებ 20 ოქტომბერს გამოაცხადებდა, ახლა კი ეს სულ მცირე დეკემბრამდე ან იანვრამდე გადაიდო.

 

კომპანია ბაზარზე თავისი აქციების 2%-ს გაიტანს. საუდის არაბეთის მთავრობა, რომელიც ამ დროისთვის კომპანიის ერთადერთი აქციონერია, აქციების სანაცვლოდ 40 მილიარდი დოლარის მიღებას ელოდება, რაც ამ შეთანხმებას ისტორიაში ყველაზე მსხვილი შეთანხმება იქნება. აქციების ამ ფასად გაყიდვის შემთხვევაში Saudi Aramco-ს ღირებულება 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

 

წყარო: imedinews





არის თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნები? - „ლიდერფუდის“ 50%-იანი წილი სასამართლომ განხილვის გარეშე გაასხვისა

არის თუ არა  სასამართლოს გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნები? - „ლიდერფუდის“  50%-იანი წილი სასამართლომ განხილვის გარეშე გაასხვისა
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მას-მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“ დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“  დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება
access_time2020-05-29 12:04:26
„აჭარა ჯგუფი“  რესტორნებსა და კაფეებს  დაგეგმილზე ადრე გახსნის. „გვსურს სიხარულით შეგატყობინოთ, რომ ჩვენი შეხვედრა იმაზე მალე იქნება შესაძლებელი, ვიდრე გვეგონა!უკვე 1 ივნისიდან გიმასპინძლებთ Lolita-სა და Cafe Stamba-ს ღია სივრცეებში. ასევე, 8 ივნისიდან შეძლებთ ისიამოვნოთ Holiday Inn Tbilisi-ის ღია საცურაო აუზითა და ბარით. Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta კი სტუმრების მიღებას 12 ივნისიდან განაახლებს. ჩვენი...

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი
access_time2020-05-29 12:00:13
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა...

ქართულმა კომპანიებმა შემოსავლების 65% ვერ მიიღეს

ქართულმა კომპანიებმა შემოსავლების 65%  ვერ მიიღეს
access_time2020-05-29 13:00:09
COVID-19-მა კომპანიების 65%-ს შემოსავლები გაუნახევრა, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა კი კომპანიებს ლიკვიდობის პრობლემა შეუქმნა. PwC საქართველოს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, ნახევარი ამ გამოწვევის წინაშე 1-6 თვეში დადგება, 15% კი გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას. პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების...


მსგავსი სიახლეები

up