საქმიანი აქტიურობის კატასტროფული ვარდნის გამო მსოფლიო ეკონომიკას „რეცესიების დედა“ ემუქრება - განაცხადა ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის BNP Paribas Asset Management-ის დირექტორმა ფრედერიკ ჟანბონმა.
მისი თქმით, ასო V-ს ტიპის ეკონომიკის აღდგენა, როდესაც სწრაფ ვარდნას ასევე სწრაფი ზრდა ანაცვლებს, ნაკლებად მოსალოდნელია - სავარაუდოდ, აღდგენა იქნება ნელი და მძიმე, და უმეტეს ქვეყნებში ის ასო U-ს მსგავსი იქნება.
„კარანტინის შერბილების შემდეგ შედარებით სწრაფი აღდგენა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეკონომიკაში რეალურ სიტუაციას არ ასახავს. სავარაუდოდ, ის ზედმეტად სწრაფია, და კორონავირუსის მეორე ტალღის რისკს თითქის არ ითვალისწინებს“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, ინვესტორები, რომლებიც დღეს აქციების აქტიურად ყიდულობენ, აკეთებენ ამას თამაშგარე დარჩენის შიშით, და სხვადასხვა ქვეყნებში რეფინანსირების განაკვეთის დაბალი პროცენტის გამო, რომელიც მათ ინვესტირების სხვა ობიექტების ძიებას აიძულებს.
ამ ფონზე BNP Paribas ინვესტორებს უახლოესი თვეების მანძილზე უფრო ფრთხილი პოზიციის დაკავებას ურჩევს.
ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ბაზრის სულ უფრო და უფრო ნაკლებ მოთამაშეს სჯერა.
Bank of America- ს კვლევას აჩვენებს რომ ასო V-ს მზგავსი ეკონომიკური ზრდას შესაძლებლად აქტივების მართვის კომპანიებს ტოპ-მენეჯერთა მხოლოდ 14% მიიჩნევს. 60% თვლის, რომ მსოფლიო ეკონომიკა უკვე რეცესიაშია, ხოლო 71% საფონდო ბაზარს ზედმეტად გადაფასებულად თვლის.
ჟანბონის თქმით, ეკონომიკური ზრდა უფრო სწრაფი იქნებოდა ვაქცინის შექმნის შემდეგ, თუმცა დღეს ვირუსი პროგრესირებას აგრძელებს, განსაკუთრებით, შტატებში, ლათინურ ამერიკაში, და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში.
„სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის ჩვენ დიდი იღბალი, ხარისხიანი პოლიტიკა და ვირუსით დაზარალებული ქვეყნების მოსახლეობის კარგი ქცევა გვჭირდება“ - განაცხადა საინვესტიციო ფონდის დირექტორმა.