კორონავირუსის პანდემიის დროს მსოფლიოში ძვირადღირებულ და მაღალი სიმაგრის ალკოჰოლზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბარებისა და რესტორნების დახურვის გამო ადამიანები ხარისხიან და ძვირადღირებულ სასმელს უფრო ხშირად ყიდულობენ და კოქტეილებს თავად აკეთებენ.
„თუ სახლში ხართ გაჭედილები, უფრო მარტივია 24 ბოთლი ლუდის ნაცვლად 1 ბოთლი მაღალი სიმაგრის ალკოჰოლის ბოთლი იყიდოთ. ადამიანები იაფფასიან სასმელს ძვირადღირებულით ანაცვლებს. ამასთან, სახლში კოქტეილებსაც უფრო ხშირად ამზადებენ“, - აცხადებს ანალიტიკოსი ედ მანდი.
ამაზე საზღვრების ჩაკეტვამაც იმოქმედა - ბევრს საზღვარგარეთ დაგეგმილი მოგზაურობა ჩაეშალა, ამიტომ ადამიანებმა შვებულებისთვის დაზოგილი თანხის ხარჯვა დაიწყეს, მათ შორის ძვირადღირებულ ალკოჰოლზე.
ალკოჰოლის მწარმოებელის Diageo წარმომადგენლებმა, რომელიც ბრენდებს Johnnie Walker და Guinness უშვებს, განაცხადეს, რომ 2020 წელს მათი გამოშვების ტეკილის გაყიდვები 80%-ით გაიზარდა. გაყიდვების მნიშვნელოვან გაზრდაზე Pernod Ricard-იც იტყობინება, რომელიც ვისკის ბრენდებს Jameson-სა და The Glenlivet-ს უშვებს.
ამასთან, ანალიტიკური კომპანია IWSR-ის მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოში ალკოჰოლის მოხმარება 8%-ით შემცირდა.
imedinews.ge