ბრიტანულმა გამოცემამ Financial Times-მა ფინანსისტ ჯორჯ სოროსს „აქტიური პოზიციისა და მსოფლიოს ლიბერალური ხედვის“ გამო „წლის ადამიანის“ წოდება მიანიჭა.
„გამოცემის მიერ „წლის ადამიანის“ შერჩევა პრეტენდენტების მიღწევებს ეფუძნება. სოროსის შერჩევა ასევე უკავშირდება იმ ღირებულებებს, რომელსაც ის წარმოადგენს. ის ლიბერალური იდეებისა და ღია საზოგადოების მედროშეა“, - ნათქვამია გაზეთ Financial Times-ის განცხადებაში.
გამოცემაში ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ოცდაათ წელზე მეტია, რაც სოროსი ფილანტროპიას იყენებს ავტორიტარიზმთან, რასიზმთან და არატოლერანტობასთან ბრძოლის წინააღმდეგ.
„მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვისადმი თავისი ერთგულებით მან მრისხანება გამოიწვია ავტორიტარულ რეჟიმებსა და იმ პოპულისტებს შორის, რომლებიც განაგრძობენ პოზიციების გამყარებას, პირველ რიგში ევროპაში“, - აღნიშნავენ Financial Times-ში.
ჯორჯ სოროსი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის ჰეჯ-ფონდი Soros Fund Management-ის დამფუძნებელია. ჟურნალი Forbes-ის ინფორმაციით, მისი ქონება 25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
IPN.GE