Financial times: კორონავირუსის პირველი ოფიციალური ცდები ბრიტანეთში იწყება

Financial times: კორონავირუსის პირველი ოფიციალური ცდები ბრიტანეთში იწყება

access_time2020-09-24 19:45:43

კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობის პირველი ცდები ვაქცინაციის შემდეგ მოხალისეების დაინფიცირების მცდელობის გზით,  ბრიტანეთში მომავალ კვირას იწყება.

 

პირველ ეტაპზე მოხალისეების გაუკეთებენ ვაქცინას - კონკრეტულად რომელს  - ამ დროისთვის უცნობია.  1 თვის შემდეგ კი, მათ შეუყვანენ კორონავირუსს და ორგანიზმის რეაქციას დააკვირდებიან. თუ მოხალისეები არ დაავადდებიან - ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა მოქმედებს.


ექსპერიმენტში მონაწილეობას უკვე 2000 ადამიანი დასთანხმდა და ეს მხოლოდ ბრიტანეთში, მსოფლიოს 162 ქვეყანაში კი უკვე 37 000 მოხალისე დარეგისტრირდა. თუმცა, ტრადიციული კლინიკური ცდები ათობით ათასი ადამიანის მონაწილეობას მოითხოვს და ამ რაოდენობის მოხალისეების მოძიება ადვილი არაა.

 

ექსპერიმენტის მეცნიერულ მხარეს ლონდონის იმპერიული კოლეჯი უზრუნველყოფს. ცდები ბრიტანეთის დედაქალაქში, უაითჩეპელის რაიონის ერთ-ერთ კლინიკაში დაიწყება.

 

საორგანიზაციო საკითხებს არასამთავრობო ორგანიზაცია 1DaySooner  კურირებს და მოხალისეების მოზიდვითაც ისაა დაკავებული.

 


მსგავსი ცდების ჩატარებაზე ნებართვა წამლების და სამედიცინო პროდუქციის მონიტორინგის სამსახურმა (MHRA) უნდა გასცეს.  უწყებამ უკვე განაცხადა, რომ ასეთი ცდები შესაძლოა სასარგებლო იყოს, თუმცა, პირველ პლანზე უსაფრთხოების საკითხები გამოდის.

 

ცდებისთვის არჩეული იქნება საჭირო შტამი და თანაც ოპტიმალური კონცენტრაციით, ასევე ექიმებს ექსპერიმენტის წარუმატებლობის შემთხვევაში მონაწილეთა სწრაფი განკურნვის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ.

 

ამ ეტაპზე მოხალისეთა დაინფიცირების შემთხვევაში ექიმები პრეპარატ „რემდესივირს“ გამოიყენებენ.


ექსპერიმენტში  მონაწილეობა მოხალისეებისთვის ფინანსურად მომგებიანია  - მაგალითად, ათწლეულების წინ,  გრიპის ვაქცინის ცდების დროს მოხალისეებს 4775 დოლარი გადაუხადეს. იმ დროს ეს საკმაოდ სერიოზული თანხა იყო და სავარაუდოდ, მოხალისეები წაგებაში არც კორონას ვაქცინის ცდების შემდეგ დარჩებიან.

 

სადღეისოდ მსოფლიოში მუშაობა რამდენიმე ვაქცინაზე მიდის. მათ შორის ორი  - რუსული და ჩინური - უკვე აღიარებულია სპეციალური ორგანოების მიერ, ხოლო ამერიკული ცდების სტადიაშია.

 

FT.COM


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
Financial times



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up