„Financial Times“ საქართველო აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზე სტატიას აქვეყნებს

„Financial Times“ საქართველო აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზე სტატიას აქვეყნებს

access_time2019-11-09 13:00:12

 

გამოცემა Financial Times -მა საქართველოზე სტატია გამოაქვეყნა, სათაურით „აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა. სტატიის ავტორი ჯეიმს ბაქჰუსი წერს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებულად მზარდია და შესაბამისად, აშშ-ისთვის ის წარმოადგენს საუკეთესო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში. კომერსანტი სრულ სტატიას უცვლელად გთავზობთ:

 

სირიიდან ამერიკის სამხედრო შეიარაღების უცაბედი და წინასწარ გაუთვლელი გამოყვანის დროს, როდესაც ყოველდღიურად იზრდება გაურკვევლობა იმაში, თუ რამდენად სურს შეერთებულ შტატებს იმათი მხარდაჭერა, ვინც ამერიკის გვერდით იდგა ახლო აღმოსავლეთში, დგება იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ გაძლიერდეს ჩვენი კავშირები ქვეყნებთან შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე გზაჯვარედინზე მყოფ საკვანძო რეგიონში. ასეთ ქვეყნებს შორისაა საქართველო, ხოლო რეგიონში ასეთი პოზიტიური და განგრძობადი წარმომადგენლობის განმტკიცების გზა და საშუალებაა აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.


         სტრატეგიულად, კომერციულად და - არანაკლებ მნიშვნელოვნად - მორალურად,  თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკების დაწყების თაობაზე საქართველოს მიერ ხშირად გაჟღერებულ სურვილზე  რეაგირება ახლა ძალიან ლოგიკური იქნებოდა შეერთებული შტატებისთვის. ეს არა მხოლოდ განამტკიცებდა ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, არამედ ის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც განუმტკიცებდა რწმენას იმაში, რომ აშშ აგრძელებს ალტერნატივების შეთავაზებას იმ ავტორიტარულ რეჟიმებთან შეგუების ნიშნად, რის გარემოცვაშიც და რის საფრთხის ქვეშაც იმყოფებიან.


         სტრატეგიულად საქართველო უხეში შეცდომით მოიაზრება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საჯილდაო ქვად, დასავლეთიდან - ევროკავშირით, ჩრდილოეთიდან  - რუსეთით, სამხრეთიდან - თურქეთით და ირანით, ხოლო აღმოსავლეთიდან - ჩინეთით. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1991 წლიდან ქართველები ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისკენ იხედებიან მომავლისთვის შთაგონების მისაღებად.


ამის კეთება იოლი არ არის ამ სამეზობლოში. რუსეთის სამხედრო შემოტევა 2008 წელს საქართველოს ძვირად დაუჯდა - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფასად.ამ რეგიონებით ჩრდილოეთიდან  ესაზღვრება ქვეყანა რუსეთს და ეს ფასი გამოიხატება ქვეყნის ეროვნული ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციაში. რუსეთის მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. მათ მსგავსად,თურქები და ირანელებიც ცქმუტავენ,თავდაჯერებულები და თან არც ისე შორს არიან. ამ ყველაფრის მორევში, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თუ გაფორმდება ეს ძლიერ გზავნილად იქცევა იმის დასტურად, რომ ამერიკას ვალდებულება გააზრებულად აქვს ნაკისრი ამ კრიტიკულ გზაჯვარედინზე მისი წარმომადგენლობის გაფართოებასთან დაკავშირებით.


კომერციულად, უამრავი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში იმისთვის, რომ ამერიკელმა მეწარმეებმა და პერსონალმა დიდად იხეირონ. საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ამ უწყების წესების ჩარჩო სისტემის ფარგლებში ბევრი რამ გაკეთდა ეკონომიკის გახსნისა და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციისთვის.დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს პოზიცია 124-ე ადგილიდან მე-16 ადგილამდეა დაწინაურებული ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსში, რომელსაც „Heritage Foundation“აქვეყნებს. ეს უშველებელი ნახტომია, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონია ამ რეიტინგული შეფასების არსებობის ისტორიაში. კომუნისტური წარსულის ეკონომიკური ინერციიდან გამოსული ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგებში აღარ მოიხსენიება როგორც „ეკონომიკურად რეპრესირებული“, არამედ „ეკონომიკური თავისუფლების მქონე“ ქვეყნად წარმოჩინდება.


ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით მისი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით.2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რეგიონში ყველაზე სწრაფად იზრდებოდა - წელიწადში 4.8 პროცენტით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მდგრადი მშპ ზრდის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად დაახლოებით 4.9 პროცენტი იქნება 2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში. ამავდროულად, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია 39 პროცენტიდან 22 პროცენტამდე და ეს ყველაფერი ერთ ათწლეულში მოხერხდა.


საქართველო, ევრაზიაში თავისი ცენტრალური ადგილმდებარეობით, კიდევ უფრო მეტად გახსნილი ეკონომიკითა და საინვესტიციო რეჟიმით შეიძლება ამერიკული კომპანიებისთვის გახდეს ნახევარი მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრის კარიბჭე და აქედან განხორციელდეს მათი პროდუქციის ექსპორტი.  ქართველები მოწადინებულნი არიან ორმხრივი ვაჭრობა გააფართოვონ შეერთებულ შტატებთან და მეტი ამერიკული ინვესტიციის სტიმულირება მოახდინონ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობის  გზით.


ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულად უჭერს მხარს შეთანხმების პერსპექტივას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გასულ თვეს ბრძანა: „სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელებაა. ურთიერთობები განვავითარეთ და იმ დონემდე ავიყვანთ, რომ უკვე შეგვიძლია მეტი ამერიკული კომპანიამივიღოთ საქართველოში. ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად არის  ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონალური ცენტრი ევრაზიის უფრო მსხვილ ბაზრებზე გასასვლელად. სავაჭრო შეთანხმება წინ წაწევს უსაფრთხოების სფეროში ამერიკისა და საქართველოს საერთო ინტერესებს, რაც ბევრ ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელსაც მოგვიტანს.“


მორალურადაც ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყოს მუშაობა. საქართველო აგრძელებს შეერთებული შტატების ერთგულ და სანდო პარტნიორობას. მას წლების განმავლობაში დიდი წვლილი მიუძღვის ავღანეთში ამერიკული მისიის დახმარებაში. ქართველები კვლავ მსახურობენ ხსენებულ ბაზაზე. ავღანეთში ჩვენი კოალიციის წევრებს შორის და მოსახლეობის სულადობრივად ყველაზე მაღალია მსხვერპლთა რაოდენობა ქართველებს შორის. როდესაც სხვა ქვეყნის ხალხი ჩვენს გვერდით დგას ბრძოლაში, ამერიკელებს მინიმუმ თავისუფალი ვაჭრობა მაინც უნდა გვინდოდეს მათთან.


საქართველო ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც  ტრამპის ადმინისტრაციას აქვს განსაზღვრული ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებისთვის.  წინა მოწვევის კონგრესში, 2018 წელს წარმომადგენელთა პალატამ კანონი მიიღო, რომლითაც საქართველოს დავუჭირეთ მხარი და აშშ სავაჭრო წარმომადგენელი დავავალდებულეთ რეალური ნაბიჯები გადაედგა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს კანონი ამ მოწვევის კონგრესში უნდა დამტკიცდეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ, ხოლო ხელი მოეწეროს პრეზიდენტის მიერ.


მსოფლიოში მზარდი არეულობის პირობებში შეერთებული შტატების სანდოობის, საიმედოობისა და უსაფრთხოების გამო, სწორედ ახლა დგება ამ ნაბიჯის დრო. 


 


თეგები:
Financial Times



„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...


მსგავსი სიახლეები

up