Financial times: ევროპამ რუსულ გაზზე უარი უნდა თქვას

Financial times: ევროპამ რუსულ გაზზე უარი უნდა თქვას

access_time2021-09-24 20:00:39

ჯერ ღრმა შემოდგომაც არ დამდგარა, მაგრამ შიში, რომ ევროპელებს გაზმომარაგების პრობლემა შეექმნებათ, უკვე იკითხება. მსოფლიო ფასები გაზზე დღეს ყველაზე მაღალია 2008 წლიდან და ყველაზე მეტად სწორედ ევროპა ზარალდება.

 


ცისფერი საწვავის იმპორტი წინა წელთან შედარებით 440%-ით გაძვირდა და ეს მაშინ, როდესაც ბუნებრივი აირი ევროპისთვის ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითადი წყაროა - შესაბამისად, გაზის კრიზისი შესაძლოა გლობალურ ენერგოკრიზისში გადაიზარდოს.

 


ეს ყველაფერი დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა - 60-ან წლებში ევროპა ძირითადად გაზს ნორვეგიიდან, ბრიტანეთიდან და ჰოლანდიიდან იღებდა, მაგრამ მათი საბადოები უკვე დიდი ხანია თითქმის ბოლომდე ამოიწურა, და კონტინენტი მეტწილად შემოტანილ გაზს იყენებს.

 


70-ანი წლების ბოლოდან საწვავის მიწოდება საბჭოთა კავშირმა დაიწყო. 90-ანი წლების ბოლოდან ევროპის დამოკიდებულობა რუსულ გაზზე პოლიტიკურ პრობლემად იქცა.

 


როდესაც 2009 წელს რუსეთმა გაზის მიწოდება უკრაინის გავლით დროებით რამდენიმე დღით შეაჩერა, ევროპელები მიხვდნენ, რამდენად საშიში და კრიტიკულია მათი დამოკიდებულობა რუსულ გაზზე.

 



2009 წლის კრიზისის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - ევროპაში ამერიკული თხევადი გაზი გამოჩნდა, რომელიც მოხმარებას მეტ-ნაკლებად აბალანსებს, თუმცა, რუსული გაზის წილის შემცირება ვერაფრით ვერ ხერხდება. ამიტომაც ევროპა ჯერ კიდევ რჩება ვლადიმირ პუტინის გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული, ის კი გაზის მიწოდებას პოლიტიკურ იარაღად აქტიურად იყენებს.

 


ამ საკითხში ევროკავშირის ნებისმიერი კოლექტიური სტრატეგია შეზღუდული იქნება, რადგანაც ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად გერმანია, ამ დამოკიდებულობისგან განთავისუფლებას არც კი ცდილობს. და ეს მაშინ, როდესაც გრძელვადიანი დამოკიდებულობა რუსულ გაზზე წინააღმდეგობაში შედის ევროპულ სტრატეგიასთან, რომელიც 2050 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირბადის გაფრქვევის ნულამდე დაყვანას გულისხმობს.

 


ამ მიზნის მისაღწევად, ინვესტიციები გაზის  სექტორში უნდა შემცირდეს, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია - გაზი დღემდე ენერგიის შეუცვლელ წყაროდ რჩება. წესით, ნახშირბადის გამოყოფაზე კვოტების დაწესება ნახშირის გამოყენებას ამცირებს და გაზზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა, დღეს ყველაფერი საპირისპიროდაა - ძვირი გაზი ნახშირის მოხმარებას ზრდის.

 


ეს არ იქნებოდა დიდი პრობლემა, მაგრამ კლიმატური პირობების ცვალებადობა მზის და ქარის ენერგიის გამოყენების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს კი ისევ ზრდის ბუნებრივ აირზე მოთხოვნას - მაგალითად, ბრიტანეთში ამ წლის სექტემბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის 60% სწორედ გაზზე მოდიოდა.

 


ამ კრიზისის გადაწყვეტა შეუძლებელია - არსებობს მხოლოდ საშიში პოლიტიკური გადაწყვეტილებების სცენარები, რომელთა თანახმად პუტინს არსებული ვითარების მკვეთრად გაუარესება შეუძლია. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ არასტაბილურობა გლობალურ ენერგეტიკაში საუკეთესო არგუმენტია ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ზრდისთვის, თუმცა, ეს მომავლის საკითხია, ენერგომოხმარებას კი მომავალში ვერ გადადებ.

 


ნახშირბადების გამოყოფაზე კვოტები გაზის გაძვირებას იწვევს და რუსეთზე დამოკიდებულობა ამ რეალობას კიდევ უფრო ამძიმებს. ამას ყველაფერს კი საფუძვლად უდევს რუსულ გაზზე კრიტიკული დამოკიდებულობისადმი შეგუება.

 


ევროპელმა პოლიტიკოსებმა მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ამ დამოკიდებულობაზე მტკიცე უარი განაცხადონ.


ft.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up