Financial times: ელის თუ არა მსოფლიოს ძვირი ნავთობის მორიგი „სუპერციკლი“?

Financial times: ელის თუ არა მსოფლიოს ძვირი ნავთობის მორიგი „სუპერციკლი“?

access_time2021-02-21 20:00:56

უოლ-სტრიტის 2 უმსხვილესი ბანკი JPMorgan Chase და Goldman Sachs პანდემიის შესუსტების შემდეგ ნავთობის ახალი „სუპერციკლის“ დასაწყისს ერთხმად პროგნოზირებს.

 

კერძოდ, გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ფასები ნავთობზე 100 დოლარამდე გაიზრდება, და ამის მიზეზი იქნება მოთხოვნის ზრდა ზუსტად იმ დროს, როდესაც ინვესტიციები მოპოვებაში შემცირდება.

 

სწორედ ასეთი მოთხოვნა და მიწოდება შესაძლოა „სუპერციკლის“ საფუძველი გახდეს. ეს რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას ნავთობინდუსტრიაში, რომელიც პანდემიის დროს ძალიან დაზარალდა.

 

„ნავთობის დეფიციტს ჩვენ შევხდებით რამდენიმე წლით ადრე, სანამ მოთხოვნა მასზე შემცირდება ელექტრომობილების და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების წყალობით. ნავთობის ფასი 100 დოლარსაც კი გადააჭარბებს“  - განაცხადა JPMorgan Chase-ის ნავთობის და გაზის დეპარტამენტის დირექტორმა კრისტიან მალეკმა.

 

ამის პირველი ნიშნები უკვე დღეს არის. ნავთობი Brent, რომელიც მარტ-აპრილში წამგებიანიც კი იყო, დღეს 65 დოლარი ღირს. ეს რა თქმა უნდა 100 დოლარზე ნაკლებია, თუმცა, საკმაოდ ბევრია, თანაც მაშინ, როდესაც ნახევარი მსოფლიო ჯერ კიდევ კარანტინშია.

 

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსის ჯეფრი კარის თქმით, ამჯერად ზრდას არა საგანგებო სიტუაცია და ჩინეთში მოთხოვნის მკვეთრი ზრდა, არამედ მდიდარი ქვეყნების მთავრობების მხრიდან პანდემიასთან დაკავშირებით მოსახლეობის და ბიზნესის დახმარება გამოიწვევს.

 


„ამ ტიპის სტიმულები მოხმარებას ზრდის, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო ფენის ოჯახების მიერ. მათ ზოგადად მოხმარებისკენ მეტი მიდრეკილება აქვთ, ვიდრე მაღალშემოსავლიან და მდიდარ კატეგორიებს. თანაც ისინი არა ელექტრომობილებით, არამედ ჯიპებით და პიკაპებით გადაადგილდებიან“ - მიიჩნევს ის.

 

პანდემიამდე მსოფლიო ბაზრის მოთხოვნა დღეში 100 მლნ. ბარელს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 2022 წელს დაბრუნდება, როდესაც ვაქცინაციის შედეგები უკვე ცხადი იქნება. სწორედ ამ წელს შესაძლებელი იქნება „სუპერციკლის“ დაწყება.

 

მოთხოვნის ზრდა მოპოვების ზრდასაც გამოიწვევს, მაგრამ, ეს არც ისე მარტივი იქნება - კორონაკრიზისის პერიოდში ნავთობინდუსტრია სერიოზულად დაზარალდა, ინვესტიციები ახალი საბადოების დამუშავებაზე კი შემცირდა. სწორედ ამის გამო დეფიციტის წარმოქმნა შესაძლოა მომავალი „სუპერციკლის“ საფუძველი გახდეს.

 

თუმცა, არის განსხვავებული აზრიც. საკონსულტაციო კომპანია Wood Mackenzie-ს ნავთობის გლობალური ბაზრის განყოფილების დირექტორი პატრიკ გიბსონი შავი ოქროს კატასტროფულ და ხანგძლივ გაძვირებას არ ელოდება.

 

„მოკლევადიან პერსპექტივაში არავითარი დეფიციტი არ ჩანს, პირიქით, არაბული ქვეყნებში მოპოვების ზრდას გეგმავენ. ნავთობის ბედი ამ და მომავალ წელს დიდწილად ოპეკ-ზე და პარტნიორ ქვეყნებზეა დამოკიდებული. რამდენად გაზრდიან ისინი მოპოვებას მაშინ, როდესაც პანდემია სუსტდება და მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. შესაძლოა 2021-2022 წლებში ნავთობი მართლაც გაძვირდეს, თუმცა მისი შემდგომი გაიაფებისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს“ - მიიჩნევს ექსპერტი.

 

მისი თქმით, ეს ფაქტორებია ბაზარზე ირანული ნავთობის დაბრუნება და ასევე ვაქცინის მოსალოდნელზე ნაკლები ეფექტურობა, რომელიც უახლოეს წლებში ცხოვრების სრულ ნორმალიზებას მაინც შეაფერხებს.

 

ისინიც კი, ვინც „სუპერციკლს“ პროგნოზირებენ, აღიარებენ, რომ ის წინამორბედებზე ხანმოკლე იქნება - Goldman Sachs-ის ანალიტიკოსი  ჯეფრი კარი თვლის, რომ ნავთობის გაიაფება და ფასის დასტაბილურება 2025 წელს დაიწყება და ამით ციკლი დასრულდება.

 

სკეპტიკოსებს შორისაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნავთობტრეიდერი ენდი ჰოლი. მისი თქმით, ნავთობ-გაზის ინდუსტრია საბოლოო ვარდნის პროცესშია, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს.

 

„შესაძლოა, ეს მკვდარი კატა კიდევ ერთი-ორჯერ ახტეს, თუმცა, არ მგონია, რომ შეიძლება ამას „სუპერციკლი“ ვუწოდოთ“ - ამბობს ჰოლი.

 

 

წყარო: ft.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up