Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

access_time2020-10-19 19:30:29

როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა.


ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.

 

ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.

 

საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2020 წელს გლობალური ეკონომიკა 4,4%-ით შემცირდება. ეს საშინელებაა, თუმცა ბევრად უკეთესია, ვიდრე 5,5%, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო ნავარაუდევი.

 

თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ აღდგენა ყველასთვის ერთნაირი არ იქნება.

 

ყველაზე კარგად საქმე ჩინეთს აქვს, რომელმაც დაინფიცირების შემცირების და ექსპორტის ზრდის ხარჯზე, 2020 წელს არა  თუ ვარდნას, არამედ უმნიშვნელო, 1,9%-იან ზრდას ელოდება.

 

ამერიკას და ევროპას მნიშვნლოვანი ვარდნა ელოდება პირველ რიგში იმის გამო, რომ მათ ვირუსის შეჩერება ჯერაც ვერ მოახერხეს. თუმცა, მათ შორისაც არის სხვაობა სავარაუდოდ, ფედერალური რეზერვის და ფინანსთა სამინისტროს სწრაფი მოქმედებების წყალობით, ამერიკას წლის ბოლოსთვის ევროპაზე უკეთესი მაჩვენებლები ექნება.


 

ევროპის ეკონომიკა 4,3%-ით შემცირდება, კიდევ უარესადაა მდგომარეობა ევროზონაში, სადაც ვარდნა 8,3%-ს მიაღწევს. ბრიტანეთში რეცესია კიდევ უფრო ღრმა 9.8% იქნება.

 

მნიშვნელოვანი განსხვავებაა მოსალოდნელი აზიის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღდგენის კუთხით - ჩინეთის და სამხრეთ კორეისგან განსხვავებით, ინდოეთი კორონავირუსთან ბრძოლაში სირთულეებს აწყდება და სავარაუდოდ, ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს 10,3%- ით შემცირდება.

 

რაც შეეხება ლათინო ამერიკას, მექსიკის პერსპექტივები საკმაოდ პესიმისტურია, ბრაზილიაში კი ვითარება უმჯობესდება.

 

ბოლო თვეების მოვლენებმა ცხადყო, რომ სამრეწველო საქონლის ექსპორტიორი ქვეყნები უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ნედლეულის ექსპორტიორები.

 

უახლოეს კვარტლებში ეკონომიკის აღდგენა დამოკიდებულია კორონავირუსის შეკავების უნარზე. თუ ვაქცინა მოსალოდნელზე ადრე გაჩნდება, 2021 წელი საკმაოდ პოზიტიური იქნება. თუ პანდემია გაგრძელდება და მისი შეკავება გართულდება, ქვეყნებს მთელი ძალისხმევის მიმართვა ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნების და სოციალური დაძაბულობის შემცირებაზე მოუწევთ.

 

ეკონომიკური კრიზისის პარალელურად თითქმის ყველა ქვეყანაში სახელწიფო ვალები საგანგაშო დონეზე იზრდება და ვალების შემცირება ახლო პერსპექტივაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება.

 

მთავრობებს ხელფასების სუბსიდირებაზე ეტაპობრივად უარის თქმა მოუწევთ, თუმცა, ეს მაშინ უნდა გაკეთდეს, როდესაც ეკონომიკა მდგრად ზრდას დაიწყებს.

 

ყველა შემთხვევაში კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე ჯერ ძალიან შორსაა და მსოფლიოს მძიმე და ეკლიანი გზა ელის.

 

მსოფლიოს სავალუტო ფონდის პრეზიდენტის კრისტალინა გეორგიევას თქმით, სერიოზულ პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანები კვალიფიკაციას და შრომით უნარებს კარგავენ და მათ აღდგენასაც დრო დასჭირდება.

 





Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს

Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს
access_time2020-12-01 09:55:23
•             ყველა საცალო და სასურსათო პროდუქტის მიწოდება ოცდაათ წუთზე ნაკლებ დროში განხორციელდება თბილისი, 2020 წლის 26 ნოემბერი: ბარსელონაში დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია Glovo, ახალი ბიზნეს განყოფილების, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს. ესაა მესამე თაობის კომერცია, რაც გულისხმობს ოცდაათ წუთში ან უფრო ნაკლებ დროში ყველაფრის მიწოდებას ქალაქებში.   Glovo საცალო და...

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
access_time2020-12-01 10:50:13
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ...

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
access_time2020-12-01 11:00:48
„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა. შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის...

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი
access_time2020-12-01 12:00:15
„არც ველოდით აუზების დახურვას, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ წყლით კორონავირუსი არ გადადის. ეს ყველაფერი არ ყოფილა ჩვენთან გავლილი და კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა,“ - საცურაო აუზების კიდევ ორი თვით დახურვის შესაძლო შედეგებსა და მიზანშეწონილობაზე „კომერსანტს“ ვაკის საცურაო აუზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ესაუბრნენ. როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნესცენტრები და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...


მსგავსი სიახლეები

up