Financial times: ჩინეთის მთავრობა მაღალტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ

Financial times: ჩინეთის მთავრობა მაღალტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ

access_time2021-04-13 20:00:52

ჩინური მაღატექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლებს რეგულატორების მხრიდან გადაჭარბებული ყურადღება აშინებთ.

 

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნის მთავარი ინტერნეტ-გიგანტის Alibaba-ს წინაამღდეგ ღია შეტევის ფონზე. იმის შემდეგ, რაც კომპანიის მფლობელმა ჯეიკ მამ 2020 წლის ოქტომბერში ჩინეთის მთავრობა ღიად გააკრიტიკა, მის წინაამღდეგ სახელმწიფო მანქანა ამუშავდა.

 

გასულ შაბათს ჩინეთის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა ჩატარებული გამოძიების საფუძველზე Alibaba 2,8 მლრდ. დოლარით დააჯარიმა. ეს ჩინეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი კორპორაციული ჯარიმაა და ამავე დროს ცუდი ნიშანი ბიზნესისთვის. ამიერიდან მსოფლიო რეპუტაცია და საერთაშორისო გავლენა არაფერს ნიშნავს.

 

ბოლო პერიოდში რეგულატორები მაღალტექნოლოგიურ კომპანიების განსაკუთრებით მკაცრად აკონტროლებენ. ეს ახალი ტენდენციაა, რადგანაც აქამდე ამ სექტორზე რეგულირება თითქმის არ ვრცელდებოდა.

 

ჩინური IT-გიგანტები, ისეთები, როგორიცაა Tencent Music,  შიშობენ, რომ შემდეგი შეტევის სამიზნეები შესაძლოა ისინი გახდნენ. ისინი ანტიმონოპოლური გამოძიებებისთვის ემზადებიან და ზოგჯერ მომგებიან გარიგებებზეა უარს ამბობენ.

 

Tencent Music-ის დამაარსებელი კომპანია Tencent ერთხელ უკვე დაჯარიმდა იმის გამო, რომ გარიგებების დადების წინ რეგულატორს ნებართვას არ ეკითხებოდა.

 

„სიმართლე გითხრათ, არა მგონია, რომ ჩვენ რეგულირების გამკაცრებისთვის რამენაირად მომზადება შეგვიძლია“ - განაცხადა Tencent Music-ს თანამშრომელმა.


 

თანაც მისი აზრით, სავარაუდოდ ჯარიმა კომპანიაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.

 

„ჩვენ ერთხელ უკვე დაგვაჯარიმეს და ამიტომაც ჩვენ სტრატეგიის გადახედვას და ახალ რეალობასთან მის მორგებას ვცდილობთ, თუმცა, ამისთვის ბევრი შესაძლებლობები არ გვაქვს“ - ამბობს ის,

 

გავლენიანი კომპანიების მხრიდან კონკურენციის წესებს დარღვევასთან საბრძოლველად ჩინეთს ანტიმონოპოლურმა სამსახურმა შტატები და სხვა რესურსები გაზარდა, რაც ამოცანის მასშტაბურობაზე და სერიოზულობაზე მეტყველებს. ასევე ანტიმონოპოლური გამოძიებების დაფინანსებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

გარდა ამის, მსხვილი ინტერნეტ-კომპანიებ ამიერიდან ვალდებულები არიან მთელი ინფორმაცია ყველა გარიგების თაობაზე რეგულატორს მიაწოდონ.

 

თუმცა, მონოპოლიზმის წინაამღდეგ რეალური ბრძოლა ამ შემთხვევაში სურათის მხოლოდ ნაწილია, მეორე ნაწილი კი პოლიტიკასთანაა დაკავშირებული.

 

პირველ რიგში დარტყმის ქვეშ ის კომპანიების ხვდებიან, ვინც დამოუკიდებლობა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ეს კი დღევანდელ ჩინეთში საშიშია. 

 

„მაღალტექნოლოგიური კომპანიების წინაამღეგ წამოწყებული შეტევები, რომელთა შემდეგ მათი მფლობელები თვეების მანძილზე არსად ჩანან - ოფიციალური პეკინის მხრიდან თავისი ძალაუფლებისთვის ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილებაა“ - მიიჩნევს პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი აარონ ფრიდბერგი,

 

მისი თქმით, წარმოუდგენელი სიმდიდრეების კონცენტრაცია არა სახელმწიფო კორპორაციებს, არამედ კერძო პირების ხელში, ბაზრებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. შესაბამისად, ეს პარტიისთვის გარკვეულ რისკებს ქმნის.

 

„ბოლო წლებში პარტია და მთავრობა ასეთ ადამიანებს სულ უფრო მეტად ავიწროვებს. ზოგს აქტივებს ართმევენ, ზოგს ჯარიმებით ასუსტებენ. როგორიც არ უნდა იყოს ყოველი კონკრეტული შემთხვევის დეტალები, საბოლოო მიზანია მკვეთრის სიგნალის გაგზავნა ბიზნესისთვის - პარტიაზე მაღლა არავინ დგას“  - მიიჩნევს ფრიდბერგი.

 


წყარო: Financial times




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up