Financial times: ლუკაშენკოს წასვლის შემთხვევაში IT სექტორი ბელორუსიის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდება

Financial times: ლუკაშენკოს წასვლის შემთხვევაში IT სექტორი ბელორუსიის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდება

access_time2020-08-21 19:00:05

ბელორუსიაში პროტესტის დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სახელმწიფო საწარმოში, მინსკის ტრაქტორმშენებელ ქარხანაში მოხდა.


„ყველაფერში გავერკვევით, ცოტა უნდა მოვითმინოთ,“ - მიმართა პრეზიდენტმა მუშებს, ისინი კი საპასუხოდ სკანდირებდნენ - „მატყუარა! წადი!“.


ლუკაშენკოს რეჟიმი იმის მთავარი მიზეზია, რატომაც ბელორუსია საერთაშორისო ინვესტორების მარშრუტებში არ ფიგურირებს. ის ისე მართავს თავის ქვეყანას, თითქოს საბჭოთაკავშირი ჯერ არ დაშლილა და ეკონომიკური სისტემის ლიბერალიზაციას ეწინაამღდეგება.


სახელმწიფო საწარმოებზე, მათ შორის მინსკის ტრაქტორმშენებელ ქარხანაზე მოდის ქვეყნის 60-მილიარდიანი ეკონომიკის 70%. ამ ქარხნების მუშების აჯანყება პრეზიდენტის წინაამღდეგ პროტესტში გადამწყვეტი მომენტი გახდა. თუმცა, მეორე მხარეც არის - რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში მათი ბედი გაურკვეველი იქნება, მათ შორის ბევრი მოძველდა და მათი მოდერნიზაციისთცის საჭირო თანხები მოსალოდნელ მოგებაზე მეტი აღმოჩნდება. თუმცა, ნაწილი საკმარისად თანამედროვე და გამართულია იმისთვის, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის შემთხვევაში  უცხოელი ინვესტორები მოიზიდოს.


მსხვილი სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი საწარმო «Белнефтехим»-ის ბრუნვა წელიწადში 7 მლრდ. დოლარია, მისი პროდუქცია კი ექსპორტზე 70 ქვეყანაში გადის. გარდა ამისა, ის არის ევროპის რუსული ნავთობით მომარაგების ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი.


კიდევ ერთი სახელმწიფო კომპანია - «Беларуськалий», რომელზეც მოდის სასუქების წარმოებისთვის აუცილებელი კალიუმის ბაზრის 20%, ხოლო მისი წლიური ექსპორტი 2,7 მლრდ. დოლარია.



«БелАЗ» კი არის სამთომომპოვებელი აღჭურვილობის და მძიმე სატვირთო მანქანების უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში.


ბელორუსია ასევე ერთ სულ მოსახლეზე რძის ნაწარმის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში.


ეს ინდუსტრია შესაძლოა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს ევროპელი და ამერიკელი ინვესტორებისთვის. თუმცა, მათ კონკურირება რუსებთან და ჩინელებთან მოუწევთ. მოსკოვი ბელორუსიას შეღავათიან ფასებში ნავთობს აწვდის და შემდეგ ევროპაში ნედლეულიდან წარმოებული ბენზინი და დიზელი საბაზრო ფასებში იყიდება. მოგებას კი მინსკი ჯიბეში იდებს.


თანაც, 2 ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ათწლეულებს ითვლის, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ინვესტორთა რიგში რუსები პირველ ადგილზე იქნებიან. თავისი ინტერესი ჩინეთსაც აქვს, ბოლო წლებში პეკინი ბელორუსიაში მსხვილი ინვესტორი იყო და მის გეოგრაფიულ მდებარეობას რუსეთსა და ევროპას შორის სათანადოდ აფასებდა.


ისეთი ჩინური გიგანტები, როგორც Huawei და ZTE-ია მსხვილ ინვესტიციებს დებდნენ ქვეყანაში, ხოლო ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely -მ ქარხანა მინსკში ააშენა.


თუმცა დასავლური ინვესტორებისთვის საუკეთესო ადგილი ბელორუსიაში არის მაღალი ტექნოლოგიების პარკი, მინსკის გარეუბანში.პარკი 2015 წელს შეიქმნა და იქ ქვეყნის ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლების საუკეთესო კურსდამთავრებულები მუშაობენ. ეს საინჟინრო პოტენციალი საბჭოთა კავშირის დროინდელი გადაწყვეტილების მემკვიდრეობაა. სწორედ ბელორუსიაში შეიქმნა სსრკ-​ში ყველაზე მაღალტექნოლოგიური მრეწველობა და მისთვის შესაბამისი სამეცნიერო-სასწავლო ბაზა.


დღეს ტექნოპარკში რეგისტრირებულია 700 კომპანია და ეს 3-ჯერ მეტია, ვიდრე 2017 წელს. მაღალი ტექნოლოგიების სექტორის წვლილი ბელორუსიის ეკონომიკაში 2018 წელს 5,5% იყო, პროგნოზების მიხედვით, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 10%-მდე გაიზრდება.


სავარაუდოდ, ლუკაშენკოს წასვლის და ეკონომიკის გახსნის შემთხვევაში სწორედ IT-სექტორი გახდება ბელორუსიის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა.


Financial times.com

თენგიზ აბლოთია

თეგები:
ბელორუსია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up