Financial Times: ახალი საკარანტინო ერა

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა

access_time2020-06-07 11:00:31


როდესაც ჰოუპ ეილსი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ლუქს-კლასის სასტუმროში 14-დღიანი კარანტინის გასატარებლად დარეგისტრირდა, ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ შვებულების მსგავსი იქ არაფერი იქნებოდა.


"ჩვენ ნომრების დატოვების უფლება არ გვქონდა" - განაცხადა ეილსმა, რომელიც აპრილში სამშობლოში ფილიპინებიდან დაბრუნდა, და იმავე წუთს იზოლაციაში მოხვდა - ავსტრალიამ კორონავისურთან დაკავშირებით კარანტინი ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა.


"ფანჯრები არ იღებოდა, შესაბამისად, სუფთა ჰაერთან წვდომაც პრობლემა იყო. ყოველ სართულზე 2 პოლიციელი მორიგეობდა, და თუ კარს გავაღებდით, ისინი დაკეტვას გვთხოვდნენ. თანაც, მე მწეველი ვარ, და ეს დიდი პრობლემა იყო სრულიად ჩაკეტილ ოთახში, სადაც ფანჯრებსაც კი ვერ გააღებდი" - ამბობს ის.


საკუთარმა გამოცდილებამ ის დაარწმუნა, რომ 2-კვირიანი შიდაპატიმრობა, თუნდაც ლუქს-სასტუმროში, ადამიანის ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ მოქმედებს.


ჩვენს ისტორიაში უნიკალური მომენტის მოწმეები ვართ. მოსახლეობის ასეთი დიდი პროცენტი აქამდე კარანტინში არასდროს ყოფილა. თუმცა, შეზღუდვებით სავსე ახალ სამყაროს ასევე სერიოზული პრობლემები მოაქვს - უფლებადაცვითი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი მთავრობები კარანტინს რეპრესიებისთვის და თავისუფლებების ჩასახშობად იყენებენ.


თუმცა, თავიდანვე გასაგები იყო, რომ საერთაშორისო კოორდინაცია ამ საკითხში მინიმალური იქნება - ევროპაში, მათ შორის კორონავირუსისგან განსაკუთრებით დაზარალებული ქვეყნები, მაგალითად, იტალია და ესპანეთი, შეზღუდვებს არბილებენ, რადგანაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტურისტული სეზონი მოდის.



ამავე დროს ბრიტანეთი პირიქით, ზომებს ამკაცრებს - ლონდონი დიდი ხნის მანძილზე კარანტინის შემოღებას ეწინაამღდეგებოდა, და ბოლომდე ნორმალური ცხოვრების შენარჩუნებას ცდილობდა.


ახლა კი, როდესაც ევროპის დიდი ნაწილი შეზღუდვებს ხსნის, ბრიტანეთში პირიქით - გამკაცრება მიდის - 8 ივნისიდან ქვეყანაში ყველა ჩამოსულ ადამიანს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.


გადაწყვეტილებას ტურისტული ინდუსტრიის აღშფოთება გამოიწვია.


"ჩვენ შეწუხებულები ვართ დამატებითი შეზღუდვების შემოღებით, რადგანაც ის ჯერ ერთი ტურისტული სექტორის აღდგენას მნიშვნელოვნად შეაფერხებს, მეორეც - სხვა ქვეყნების მიერ ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ საპასუხო შეზღუდვების მიზეზი გახდება" - მიიჩნევენ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები.


ტურიზმზე სასიცოცხლოდ დამოკიდებული ქვეყნები ე.წ. "ტურისტული დერეფნების" შექმნის გზით მიდიან, და იმედოვნებენ, რომ ეს მათ კომაში ჩავარდნილი ტურისტული სექტორის მინიმალური ეპიდემიოლოგიური რისკით გაცოცხლების საშუალებას მისცემს.


მაგალითად, ასეთი დერეფნის შექმნაზე მუშაობენ ავსტრალია და ახალი ზელანდია, ასევე ისრაელი, საბერძნეთი და კვიპროსი.


სხვა ქვეყნებიც ასევე ტურისტების მოზიდვას და საზოგადოებრივი ჯანმთელობის შენარჩუნებას შორის მყიფე ბალანსის დაცვას ცდილობენ - ჩამომსვლელებს აეროპორტებში სიცხეს გაუზომავენ და კორონავირუსზე ტესტებს ჩაუტარებენ, მათგან ჯანმთელობის მდგომარეობის ცნობის წარდგენას მოითხოვენ, და ა.შ.


არაერთგვაროვანია ვითარება ჩინეთში, სადაც სხვადასხვა ადგილებში სიტუაციაც სხვადასხვანაირია - შიდა გადაადგილება ნებადართულია, თუმცა, საკმაოდ შეზღუდულია, განსაკუთრებით სამხრეთის რამდენიმე რეგიონში, სადაც ეპიდემიის ახალი კერა დაფიქსირდა.


გამოდის რომ ჩინეთი, რომელმაც დარტყმა პირველმა მიიღო და უმკაცრეს ზომებს მიმართა, ამის მიუხედავად, ნორმალურ ცხოვრებას დღემდე ვერ დაუბრუნდა.


ჯერ გაურკვეველია ვაქცინის ან წამლის გამოჩენის პერსპექტივა, ამიტომაც სანახევრო გადაწყვეტილებები ტურისტულ ინდუსტრიას ვერაფერს უშველის და დღევანდელი სიტუაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება.


თეგები:
კარანტინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up