Financial times: აშშ რუსულ გაზსადენზე ზეწოლას აძლიერებს

Financial times: აშშ რუსულ გაზსადენზე ზეწოლას აძლიერებს

access_time2020-07-17 20:00:27

აშშ სანქციებით ყველა იმ კომპანიას ემუქრება, რომელიც რუსეთს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობაში ხელს შეუწყობს. ტრამპის ადმინისტრაციამ ამ პროექტს ნამდვილი ომი გამოუცხა და იმის მიუხედავად, რომ თავად რუსეთი პროექტის მხოლოდ ნახევარს აფინანსებს, მეორე ნახევარი მსხვილ 5 ევროპულ კონცერნს - Shell, Uniper, OMV, Wintershall და Engie-ის ეკუთვნის.


გაზსადენის დანიშნულებაა რუსული გაზის ევროპაში, პირველ რიგში გერმანიაში ბალტიის ზღვის ფსკერზე დამონტაჟებული მილების მეშვეობით მიწოდება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს თქმით, ყველა კომპანიამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსული პროექტებისთვის ხელშეწყოფა და მხარდაჭერა დაუშვებელია. ამ პრობლემამ ბერლინს და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები სერიოზულად გაართულა. გერმანია აშშ-ს მის ენერგეტიკულ პოლიტიკაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციას ამ საკითხში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ამიტომაც სადამსჯელო ზომების მიღების ყველანაირი საშუალება გააჩნია. 


კონგრესმა 2 წლის წინ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს შესაჩერებლად სანქციები შემოიღო, თუმცა ის ზომები განსაკუთრებული სიმკაცრით არ გამოირჩეოდა. ის ძირითადად უმიზნებდა ინვესტიციებს, რომელთა ჩადება კანონის მიღების შემდომ პერიოდში იგეგმებოდა.


„ეს კომერციული პროექტები არ არის. ეს კრემლის ხელში რუსულ ენერგომატარებლებზე ევროპის დამღუპველი დამოკიდებულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საკვანძო ბერკეტებია. ეს ინსტრუმენტები საბოლოო ჯამში ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ძირს უთხრიან“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.


ამჟამად კონგრესი ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც მეტ და გაცილებით უფრო მკაცრ ზომებს ითვალისწინებს. სანქციების საკითხებში ექსპერტის ჯუდი ფრილანდერის თქმით, ახალი შეზღუდვები მშენელობის და სრულად შეაფერხებს, თუმცა, საბოლოოდ ვერ შეაჩერებს, მით უმეტესი მის გათვალისწინებით, რომ ამ ეტეპზე დარჩენილია მხოლოდ 120 კილომეტრი.



მოსკოვში განაცხადეს, რომ მუქარა აშშ-ს მხრიდან არის რუსული საქმიანი ინტერესების წინაამღდეგ პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მცდელობაა. რუსეთმა სანქციების წინაამღდეგ შემხვედრი ზომების მიღება და პროექტის დამოუკიდებლად, უცხოელი პარტნიორების გარეშე დასრულება დაანონსა.


მოსკოვი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს კომეცრიულ პროექტად მიიჩნევს და თვლის, რომ ამერიკას, როგორც კონკურენტს, საკუთარი თხევადი გაზის ევროპულ ბაზარზე გატანისთვის ებრძვის.


ვაშინგტონმა პროექტს სერიოზული დარტყმა ერთხელ უკვე მიაყენა. შემოღებული შეზღუდვების გამო, მშენებლობა შვეიცარიულმა Allseas-მა დატოვა. ეს კომპანია მსოფლიო ლიდერია დიდ სიღრმეზე მილების მონტაჟში და მისი შეცვლა საკმაოდ რთულია. რუსეთი მის ჩანაცვლებას საკუთარი ძალებით აპირებს, თუმცა, გამოუვა მას ეს თუ არა - დღემდე გაურკვეველია. ამჟამად კონგრესი სანქციების კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს და განადგურებით ყველა კომპანიას ემუქრება, რომელიც ამა თუ იმ ფორმით „ჩრდილოეთ ნაკადში“ ჩართულია. ეს ყველას ეხება - ბანკებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს, და პროექტში მონაწილე პესრონალის კვებით უზრუვნელყოიფუს კომპანიებსაც კი.


„აქამდე მიღებულმა ნაბიჯებმა პროექტის რეალიზება შეანელეს, თუმცა, ბოლომდე ვერ შეაჩერეს. ამიტომაც, დღეს ამერიკელები სანქციების გაძლიერებაზე ფიქრობენ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ყველა უცხოელმა პარტნიორმა პროექტი დატოვოს“, - განაცხადა სტრატეგიული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსმა ჰიზერ კონლიმ.


წყარო fm.ge

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
გაზსადენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up