Financial times: არგუმენტები ბაიდენს და პუტინს შორის ურთიერთობების დათბობის სასარგებლოდ

Financial times: არგუმენტები ბაიდენს და პუტინს შორის ურთიერთობების დათბობის სასარგებლოდ

access_time2020-11-24 20:00:01

თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპის წასვლა კრემლთან ურთიერთობებში ტონის გამკაცრებითვის საუკეთესო დრო იქნება, დასავლეთს პუტინისთვის საერთაშორისო წესები დარღვევის უამრავი შემთხვევის გამო პასუხის მოთხოვნის საშუალება ექნება.


თუმცა, არის მეორე ვარიანტიც, ურთიერთობების გადაწყობა. ეს ორი ვარიანტი ერთმანეთისგან ისე შორს არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პუტინისთვის დღეს საკმაოდ მძიმე პერიოდია. რუსეთის ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რუსული რუბლის ვარდნა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე უარყოფითად მოქმედებს. მოსკოვი ასევე ახალ სანქციებს ელოდება ბელორუსიაში დიქტატორ ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდაჭერის და ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო.


ომმა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაცია შემოიტანა, თურქეთმა კი მოსკოვის გავლენას რეგიონში საფრთხე შეუქმნა. პოლიტიკურმა მღელვარებამ ყირგიზეთში კითხვის ქვეშ კრემლის პოზიციები შუა აზიაშიც დააყენა. რაც შეეხება რუსეთის ინტერვენციებს სირიაში და ლიბიაში, მათი სტრატეგიული მნიშვნელობის გაზომვა საკმაოდ რთულია.


დონალდ ტრამპი პუტინისადმი სიმპატიას და პატივისცემას არ მალავდა, რამაც რუსეთის იმპერატორის მმართველობას ლეგიტიმაცია შემატა.


დღეს ტრამპი მიდის და მის ნაცვლად ჯო ბაიდენი მოდის, რომელიც მოსკოვის მიმართ ბევრად უფრო ხისტი მიდგომის და ნატო-ს გაძლიერების მომხრეა. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ ასეთ ნეგატიურ ფონზე პუტინი დღეს ფიქრობს, უღირს თუ არა მას მომდევნო წლებში დასავლეთთან კონფრონტაციის გაგრძელება. თუ შესაძლოა იყოს შერიგების დრო, ის ალბათ უკვე მოვიდა.



„გადატვირთვა“ რა თქმა უნდა, ბაიდენის საყვარელი სიტყვა არაა. ის ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი იყო მაშინ, როდესაც 2009 წელს პრეზიდენტი „გადატვირთვის პოლიტიკის“ ინიციატივით გამოვიდა. ამ მიდგომამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და შემდგომ ურთიერთობები რუსეთთან კიდევ უფრო დაიძაბა.


რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დასავლეთმა პუტინს საერთაშორისო წესრიგის დარღვევებისთვის რეალური ფასი უნდა გადაახდევინოს და აშშ კრემლის ავტორიტარიზმთან მებრძოლ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარს ყველანაირად დაუჭერს. თუმცა, ბაიდენი პრაგმატიკოსია და მას პუტინთან საერთო ენის გამოძებნაც შეუძლია. მაგალითად, ისეთ საკითხებში, როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, კლიმატის ცვლილება და კორონავირუსთან ბრძოლა.


გახდება თუ არა ეს თანამშრომლობა ზოგადი დათბობის საწინდარი - რთული საკითხია. პუტინი ქვეყანას 20 წელი მართვას და საკუთარ თავს დასავლეთთან მებრძოლ ლიდერად წარმოაჩენს.


ევროპელები გადატვირთვის პოლიტიკას მხარს აუცილებლად დაუჭერენ და პირველ რიგში ეს მაკრონს და მერკელს ეხებათ. ამაში გარკვეული საფრთხეც არის, ევროპელი ლიდერები ხშირად თანახმა არიან პუტინის პირობებს დაემორჩილონ. ეს ფუნდამენტალურად არასწორი მიდგომაა. თუ გსურთ პუტინი რამეში დაარწმუნოთ, მხოლოდ ერთი გზა არსებობს - თავიდანვე დაუნდობლად ხისტი და უკომპრომისო უნდა იყოთ.


დათმობების პოლიტიკას პუტინთან მხოლოდ ერთი მოგებული ჰყავს და ეს თავად პუტინია.


ft.com

თენგიზ აბლოთია



თეგები:
ბაიდენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up