Financial times: ამერიკელები სამსახურებს ტოვებენ

Financial times: ამერიკელები სამსახურებს ტოვებენ

access_time2021-11-25 20:00:31

2021 წლის მხოლოდ ერთ თვეში, სექტემბერში 4,4 მილიონმა ამერიკელმა სამსახური თავისი ნებით დატოვა, იტყობინება აშშ-ის შრომის სამინისტრო.

 


პარალელურად შეთავაზებული ვაკანსიების რაოდენობაც გაიზარდა - დამსაქმებლები თანამშრომლებს ეძებენ.

 


Great Resignation, ანუ „დიდი გადადგომა“ ეკონომისტებისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა - როგორც წესი, ადამიანები, რომლებიც სამსახურით უკმაყოფილოები არიან, მკვეთრ ნაბიჯებს გაურბიან და სტაბილურობის შენარჩუნებას ამჯობინებენ, რადგანაც ახალი სამსახურის შოვნა ადვილი არაა.

 


თუმცა, კორონაკრიზისმა ეს მოცემულობა შეცვალა - დასაქმებულთა ნაწილმა, რომელიც ადრე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, ბოლოს და ბოლოს გაბედა.

 


ეს კოვიდ-გაურკვევლობაა. პანდემიის ეპოქაში გადამდგარი ადამიანების უმრავლესობა ტოვებს სამსახურს უკეთესი ანაზღაურების, მეტი შეღავათების და სამსახურს და პირად ცხოვრებას შორის უკეთესი ბალანსის ძიებაში. პოსტპანდემიური აღდგენის პერიოდში ისინი ოფისებში დაბრუნებისთვის არ იბრძვიან, - განაცხადა ადამიანური რესურსების დარგის სპეციალისტმა ალექსანდრ ალონზომ.

 



ნიუ-იორკელი იურისტის დანიტ სიბოვიცისთვის სამსახურში შეღავათების ნაკლებობა სადაზღვევო კომპანიიდან საკუთარი ნებით წასვლის მიზეზი გახდა.

 


მისმა კომპანიამ თანამშრომლებს ლოკდაუნის დროს დისტანციური მუშაობისთვის საბაზო აღჭურვილობა, მაგალითად, ნოუთბუქები არ გამოუყო.

 


მე უძრაობა ვიგრძენი. პანდემიამდე ყველაფერი კარგად უყო. დღეს კი არა, - თქვა მან.

 


ჰიუსტონში ანალოგიური დასკვნა კიდევ ერთმა იურისტმა, 36 წლის აპარმა შევაკრამანიმ გააკეთა. ის 10 წლის მანძილზე საბროკერო კომპანიაში მთავარ იურისტად მუშაობდა, თუმცა, საქმიანობისგან სიამოვნება არასდროს მიუღია.

 


პანდემიამ მას Netflix-ის სერიალში Indian Matchmaking-ში მონაწილეობის მიღების საშუალება მისცა და შევაკრამანი მიხვდა, რომ თავის ძველ სამსახურში დროს ტყუილად კარგავდა. მან წიგნის წერა დაიწყო და სადაზღვევო ბიზნესში არ დაბრუნებულა.

 


27 წლის ექიმის თანაშემწემ ჯენა კოლუჩიომ ივნისში სამუშაო დატოვა - მან იცოდა, რომ მანჰეტენის ცენტრში მდებარე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მისი ხელფასი ნორმაზე დაბალია და კლინიკის კორპორაციული კულტურა მის მოთხოვნებს გრძელვადიან პერსპექტივაში არ პასუხობდა.

 


თავიდან ის სამსახურიდან წასვლას არ აპირებდა. თუმცა, კოვიდის მიერ გამოწვეული კრიზისის შემდეგ მან სხვა, მისი აზრით უკეთეს საავადმყოფოში სამუშაოს ძებნა დაიწყო.

 


რამდენიმე კვირაში მან შეთავაზება მიიღო და წინა სამსახურიდან იმავე დღეს წამოვიდა,

 


ბევრი ამბობს, რომ ეს თაობა სამსახურს ხშირად იცვლის. ეს იმიტომ ხდება, რომ არავინ არ მისცემს დამსაქმებლებს მათი დაშინების ან არასათანადოდ შეფასების უფლებას. და ეს სწორია. მშობლები გვასწავლიდნენ, რომ არსებულ სამსახურს ყველანაირად უნდა ჩაეჭიდო და ის საკუთარი ნებით არასდროს უნდა მიატოვო, თუმცა, ვერ აგვიხსნეს, რატომ და რის გამო უნდა დავრჩეთ სამსახურში, რომელიც ჩვენს წინსვლას აშკარას აფერხებს, - მიიჩნევს ჯენა კოლუჩიო.





რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up