სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოში, ფილიპინებზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 004-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 320 ახალი შემთხვევა აღწერეს. ერთ დღეში ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 98 კი გამოჯანმრთელდა.
ჯამში, ფილიპინებზე, ვირუსის გამო, 658 ადამიანია დაღუპული. ქვეყანას 1 506 გამოჯანმრთელებული ჰყავს.COVID19-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსი 3 663 824 ადამიანს დაუდასტურდა.
მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა 257 000-ს გადაცდა. დღემდე ვირუსს 257 277 ადამიანი ემსხვერპლა.
სტატისტიკის თანახმად, იზრდება გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, COVID19-ისგან მსოფლიოში 1 199 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge