“ჩემი განკარგულება პოლიციასა და სამხედროებს – თუ კი ისინი უმართავები გახდებიან, შეგეწინააღმდეგებიან და თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, დახვრიტეთ ისინი”, – ამის შესახებ ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ გაცხადა.
ფილიპინების პრეზიდენტმა პოლიციას და სამხედროებს ნება დართო, დახვრიტონ კარანტინის წესების დამრღვევი პირები, თუკი ისინი სამართალდამცავებს არ დაემორჩილებიან და მათ სიცოხლეს საფრთხეში ჩააგდებენ.
“ჩემი განკარგულება პოლიციასა და სამხედროებს – თუ კი ისინი უმართავები გახდებიან, შეგეწინააღმდეგებიან და თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, დახვრიტეთ ისინი! სჯობს დაიხოცნონ, ვიდრე ქაოსი გამოიწვიონ. მე თქვენ დაგმარხავთ,”- განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა ტელემიმართვის დროს.
ინფორმაციას ამის შესახებ Channelnewsasia ავრცელებს.
ცნობისთვის, ფილიპინებში ახალ კორონავირუსით ინფიცირებულია 2 311 ადამიანი, გარდაიცვალა 96 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 50-ს შეადგენს.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“