ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი მანამ არ აღდგება, სანამ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა არ შეიქმნება.
როდრიგო დუტერტეს თქმით, ვაქცინის გარეშე სკოლებში მოსწავლეების გაგზავნა უბედურების მომასწავლებელი იქნება.
„არ დავუშვებ სკოლების გახსნას. არ დავუშვებ, რომ მოსწავლეები გვერდიგვერდ ისხდნენ. სასწავლო პროცესის აღდგენაზე საუბარს აზრი არ ექნება მანამ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ მოსწავლეები უსაფრთხოდ არიან. ჩემთვის ვაქცინაა უმთავრესი. თუ ვერავინ დაასრულებს სკოლას, დაე, იყოს ასე მაშინ“, - აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ფილიპინების სკოლებში სწავლის დაწყება აგვისტოს ბოლოს იგეგმებოდა. ბოლო მონაცემებით, ფილიპინებში კორონავირუსით ინფიცირების 14 319 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 813 ადამიანი გარდაიცვალა.
Imedinews.ge