ფილიპ შტაინჰაიმი - ქართველ მეფუტკრეებს ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას ვურჩევთ, ერთი ბრენდის ქვეშ ექსპორტი უფრო მარტივია

ფილიპ შტაინჰაიმი - ქართველ მეფუტკრეებს ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას ვურჩევთ, ერთი ბრენდის ქვეშ ექსპორტი უფრო მარტივია

access_time2019-11-13 23:00:54

ქართველ მეფუტკრეებს ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას ვურჩევთ, რადგან ერთი ბრენდის ქვეშ ექსპორტიც უფრო მარტივია. ამის შესახებ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელმა ფილიპ შტაინჰაიმმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.


გადაცემაში საქართველოში უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისა და მისი ევროკავშირში ექსპორტის პერსპექტივები განიხილეს.


გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ქართველი მეფუტკრეებისათვის უვნებელი და ხარსიხიანი თაფლის წარმოების სახელმძღვანელოც შეიმუშავა, რომლის პრეზენტაციაც 14 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელის, ფილიპ შტაინჰაიმის მოსაზრებით, ქართულ თაფლს ევროკავშირის ბაზარზე პერსპექტივა იმ შემთხვევაში აქვს, თუ თაფლი უვნებელი და ხარისხიანი იქნება. GIZ-ის პროექტის ხელმძღვანელმა ორი ქართველი მეფუტკრის ევროსტანდარტებზე მორგებული თაფლი პირადად ჩაიტანა ბერლინში მწვანე კვირეულზე, სადაც პროდუქტი შესანიშნავად გაიყიდა.

„2016 წელს, როდესაც საქართველოდან ევროკავშირში საექსპორტოდ დაშვებული პროდუქტების სიას თაფლი დაემატა, ყველას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ თაფლის ექსპორტზე მოხვდებოდა, მაგრამ ორი წელი დასჭირდა იმას, რომ პირველი ქართული თაფლი ევროპაში გამოჩენილიყო. ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე, „მწვანე კვირეულზე“ ორი ტიპის თაფლი მე ჩავიტანე. ამ თაფლს ტესტი გავლილი ჰქონდა. თუ ევროკავშირში თაფლის ექსპორტი გნებავთ, აუცილებლად ევროსტანდარტებს უნდა მიმართოთ, რომ თაფლი უვნებელი და ხარისხიანი იყოს“, – განაცხადა ფილიპ შტაინჰაიმმა.


მისი განმარტებით, ხარისხიანი თაფლის მიღებაში ქართველ მეფუტკრეებს იმ სახელმძღვანელოში თავმოყრილი წესები დაეხმარებათ, რომლის პრეზენტაციაც ხვალ იგეგმება. 40-გვერდიანი სახელმძღვანელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ევროკავშირის ელჩთან ერთად წარადგენს. მისი ელექტრონული ვერსია კი, სამინისტროს ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.



„სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ გაიდლაინებს თაფლის ყველა მწარმოებელს გადასცემს. ეს თაფლით დაინტერესებულ პირებს თაფლი წარმოების პროცესის ყველა საფეხურს დეტალურად აუხსნის, თუ როგორ მოერიონ ფუტკრის დაავადებებს ანტიბიოტიკების გარეშე. ანტიბიოტიკებიან თაფლს ევროკავშირში ვერ გაყიდით, რადგან აკრძალულია“, – განმარტა ფილიპ შტაინჰაიმმა.


GIZ-ის პროექტის ხელმძღვანელი თვლის, რომ საქართველოში ანტიბიოტიკების გამოყენების პრაქტიკა საკმაოდ დიდია, მაშინ, როცა დაავადებებთან ბრძოლის ბუნებრივი მეთოდებიც არსებობს. ფილიპ შტაინჰაიმის ვარაუდით, დიდი ალბათობით, ქართველმა მეწარმეებმა არ იციან, რომ ანტიბიოტიკებიან თაფლს ევროკავშირის ბაზარზე ვერ გაყიდიან. მათი ცოდნის ამაღლების მიზნით ხვალინდელ პრეზენტაციაზე მეწარმეთა გადამზადებაც იგეგმება.


ფილიპ შტაინჰაიმი ქართველ მეფუტკრეებს ურჩევს, რომ საექსპორტო თაფლის სინჯები უცხოეთში აიღონ და თაფლის ექსპორტზე გატანა ერთი ქოლგის ქვეშ განახორციელონ.


„არის ე.წ. სწრაფი ტესტები, რომლითაც შეგვიძლია, თაფლი უცებ შევამოწმოთ და პირველადი შედეგი მივიღოთ. ექსპორტისთვის, რა თქმა უნდა, სრულყოფილი ტესტირება უნდა გავიაროთ, რაც საზღვარგარეთ არის ხელმისაწვდომი. ევროპაში, როგორც წესი, ტესტირებას თავად ბიზნესი უზრუნველყოფს და არა სახელმწიფო. თავად ბიზნესია დაინტერესებული, რომ სუფთა თაფლი ჰქონდეს. ბევრი ქართველი მეფუტკრე და ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჩვენი აზრით, უმჯობესია, კიდევ უფრო მეტი გაერთიანდეს ერთი ქოლგის ქვეშ. ევროპაში სახელმწიფო ითხოვს, რომ ერთი ასოციაცია იყოს და არა ათი ან თხუთმეტი, სადაც განხილვები მოეწყობა. ჩვენი რეკომენდაციაა, ქართველი მეფუტკრეები უფრო მეტად გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ, რადგან ერთიანი ქოლგის ქვეშ, როდესაც თაფლი ერთი ბრენდით არის გაერთიანებული, ექსპორტიც უფრო მარტივია“, – განუცხადა ფილიპ შტაინჰაიმმა „ბიზნესპარტნიორს“.


1tv.ge






„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა
access_time2020-01-28 14:46:59
აზერბაიჯანულმა ADY Express -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით კომპანიის Evraz პროდუქციის გადაზიდვა დაიწყო.30 ვაგონი რკინით რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში დაიტვირთა. სატვირთო ვაგონებმა გაირეს რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე 5175 კილომეტრი და ჩავიდა ყარსში, შემდეგ კი - თურქეთის რკინიგზის სადგურ „პაიასში“. ADY Express-ის ცნობით, ტვირთის საერთო წონა იყო 2053 ტონაა. სატესტო რეჟიმში იგეგმება გადასაზიდი ტვირთების მოცულობის რამდენჯერმე გაზრდა, ყოველთვიური...

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს
access_time2020-01-28 13:30:26
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მფლობელი ჰყავს. ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა კლუბმა ჩვენ ვართ ტორპედომ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც ტორპედოს თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. ტორპედოს გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა! როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი ტორპედო იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო...


მსგავსი სიახლეები

up