ფილიპ რიკერი - ანაკლიის პორტის პროექტის დასრულებას  ნუ გადადებთ

ფილიპ რიკერი - ანაკლიის პორტის პროექტის დასრულებას ნუ გადადებთ

access_time2019-09-09 19:30:31

ნუ გადადებთ ანაკლიის პორტის პროექტის დასრულებას, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა პორტისგან მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს.

 


„მე ზუსტად იგივე პოზიციაზე ვარ, რომელიც სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ჰქონდა და რომელზეც მან ისაუბრა შარშან ივნისში, აშშ-ში, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას. ეს არის მნიშვნელოვანი, ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის, თუ გავითვალიწინებთ საქართველოს გეოგრაფიას, ვაჭრობის დიდ ტრადიციას, ჭკვიან და განათლებულ მოსახლეობას, რომელსაც სჭირდება ანაკლიის პორტი. საქართველოს მოსახლეობა მიიღებს მნიშვნელოვან სარგებელს ამ პორტისგან. წარმატებული შეთანხმება, რომელშიც მონაწილეობს აშშ, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები და ფინანსური ინსტიტუტები, იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს ეკონომიკა და დემოკრატია აქტიურია. ეს იქნება სიგნალი მათთვის ვინც საქართველოსთვის პროგრესის შეჩერებას, ხელის შეშლას და დასავლური ორიენტაციის შეცვლას ცდილობს. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელიც იქნება რუსეთისა და ჩინეთის ზეგავლენისგან დამოუკიდებელი. ეს რჩება ისტორიულ შესაძლებლობად. არსებობს გაწერილი კალენდარი ამ პროექტის დასასრულებლად და არ გადადოთ. გამოიყენეთ ეს შანსი. გაუსვით ხაზი, საქართველოში არსებულ ბინზესგარემოს და საინვესტიციო კლიმატის სიძლიერეს და გაავრცელეთ ეს გზავნილი მთელ მსოფლიოში. ჩვენ ველოდებით პროგრესს ამ კუთხით და ყველა იმ ელემენტში, რაც აძლიერებს საქართველოს ერთგულებას და ხაზს უსვამს ღირებულებებს, საქართველოს დასავლურ ორიენტაციას და ასევე ევროატლტანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მისწრაფებას“, – განაცხადა რიკერმა.






2020 წლის ბიუჯეტი არის ვალების ბიუჯეტი - დავით ნებიერიძე

2020 წლის ბიუჯეტი  არის ვალების ბიუჯეტი - დავით ნებიერიძე
access_time2019-10-14 09:49:56
„2020 წლის ბიუჯეტი  არის ვალების ბიუჯეტები,“- განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ეკონომისტმა, დავით...

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...


მსგავსი სიახლეები

up