ფილიპ მორის საქართველო თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ  დისკუსიას ეხმაურება

ფილიპ მორის საქართველო თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება

access_time2021-06-15 10:56:47

„ფილიპ მორის საქართველო“ მრავალი წლის განმავლობაში აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას  თამბაქოს არალეგალური ვაჭრობის შესახებ, რადგანაც ჩვენი ბიზნესი ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ  დაბეგრილ და აქციზური პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

„ფილიპ მორის საქართველოს“ აქვს მკაფიო ბიზნეს დამოკიდებულება თამბაქოს პროდუქციით ნებისმიერი უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის შესახებ. „ჩვენი პროდუქცია იყიდება ლეგალურად იმ ბაზრებზე, რომლისთვისაც შესაბამისი თამბაქოს პროდუქტი განკუთვნილია,“ - განმარტავს იური გორდოკი, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ კავკასიისა და მოლდოვას  გენერალური მენეჯერი. იური გორდოკი აღნიშნავს, რომ „ფილიპ მორის საქართველოს“ მიერ გაყიდულ ნებისმიერ სიგარეტის კოლოფზე ციფრული კოდია დატანილი. შესაბამისად, შესაძლებელია სიგარეტის ნებისმიერი კოლოფის მწარმოებლის დადგენა, ისევე როგორც წარმოების დროისა და მიწოდების სრული ჯაჭვის დაზუსტება.

 „უკანონო ვაჭრობას არ აქვს საზღვრები და საჭიროა ეფექტური ზომები ამ საერთაშორისო საფრთხესთან საბრძოლველად, რაც წარმოადგენს ფილიპ მორის ინთერნეიშენალის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს, რადგანაც ეს საფრთხე ძირს უთხრის ჩვენს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის  მიღწევისაკენ - მომავლისა, ტრადიციული სიგარეტების გარეშე“, - აცხადებს ალვის გიუსტინიანი, ფილიპ მორის ინთერნეიშენალის უკანონო ვაჭრობის პრევენციის ვიცე-პრეზიდენტი.

ეფექტური რეგულაციები და მათი აღსრულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია თამბაქოს უკანონო ვაჭრობასთან საბრძოლველად. რეგულაციები, პროგნოზირებად სააქციზო პოლიტიკასთან კომბინაციაში,  ხელს უწყობენ უკანონო ვაჭრობის შემცირებას, სახელმწიფო შემოსავლების ზრდასა და ლეგალური ბაზრის სტაბილიზაციას.


ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას განვიხილოთ ზემო აღნიშნული მზარდი პრობლემა, რომელიც საქართველოში თამბაქოს უკანონო ვაჭრობას შეეხება, ისევე როგორც გამოვხატავთ მზადყოფნას, გავაანალიზოთ ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა თამბაქოს არალეგალური ვაჭრობის სრულად აღმოსაფხვრელად. 

 „საქართველოში უკვე 20 წელზე მეტია რაც ბიზნეს საზოგადოების აქტიური წარმომადგენელი და ამავდროულად, ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელი ვართ.   მიუხედავად არაერთი საკანონმდებლო გამოწვევისა, ჩვენ ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ერთგულნი დავრჩით და  გასულ წელს, ოფიციალურად წარვადგინეთ კომპანიის უკვამლო პროდუქტი საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულმა პროექტმა საქართველოს ეკონომიკას და საბიუჯეტო შემოსავლებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, რადგან  აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნასა და მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას მოიცავდა,“- განაცხადა იური გორდოკმა.

პარლამენტში გამართულ  დისკუსიებზე რამდენიმე დაუსაბუთებელი სპეკულაცია გაჟღერდა ჩვენი კომპანიის მიმართ. მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები ნეგატიური გზავნილია ქვეყანაში მოქმედი  ინვესტორებისთვის და ამავდროულად, ხელს უშლის პოტენციური ინვესტიციების მოზიდვას. არასწორი ინფორმაციის გავრცელების შედეგად კი ქვეყანა მნიშვნელოვან ბიზნეს შესაძლებლობებს კარგავს.

„ფილიპ მორის საქართველო“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, დასაბუთებული, ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსიის მომხრე ვართ. შესაბამისად, კომპანიის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, „ფილიპ მორის საქართველო“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ, საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა დაიცვას საკუთარი უფლებები, ინტერესები და ბიზნეს რეპუტაცია .

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up