„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის

„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის

access_time2020-07-24 10:58:24

2020 წლის 27 ივლისიდან IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ხდება. მოწევის შეწყვეტის წახალისებისა და მოწევის დაწყების პრევენციისკენ მიმართული გლობალური ძალისხმევის მიუხედავად, მსოფლიოში ამჟამად 1.1. მილიარდი მწეველია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, 2025 წლისათვის მოწევას 1 მილიარდ ადამიანზე მეტი გააგრძელებს. თამბაქოს მომხმარებლები იმსახურებენ გონივრულ მიდგომასა და უკეთეს არჩევანს, რომელიც მათ ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლებაში დაეხმარება. დღეს, მათთვის ასეთი არჩევანის შესაძლებლობა არსებობს. სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებთან ასოცირდება, ამ მავნე ნივთიერებების გამოყოფის მიზეზს კი თამბაქოს წვის პროცესი წარმოადგენს. ელექტრონული სიგარეტებსა და გახურებადი თამბაქოს პროდუქტებში არ მიმდინარეობს წვის პროცესი, სწორედ ამიტომ ეს მოწყობილობები მოწევის ალტერნატივად მიიჩნევა. მეცნიერებისა და ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციის გამოყენება, როგორიც არის ელ-სიგარეტები და გახურებადი თამბაქოს პროდუქტები, ამცირებს სიგარეტის მოწევისგან გამოწვეულ ზიანს და ეს ალტერნატივები 21-ე საუკუნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობას წარმოადგენს. 2020 წლის 7 ივლისს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) თამბაქოს გახურებადი ელექტრონული სისტემის, IQOS-ის მარკეტინგის ნებართვა გასცა, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტი (MRTP).

„FDA-ს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი მთავრობებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევით უკვამლო ალტერნატივების სიგარეტისგან დიფერენციაცია და მათზე სიგარეტისგან განსხვავებული რეგულაციების დაწესება, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესები. ჩვენ საკმაოდ გაბედული და ამბიციური მიზნები გვაქვს: გვსურს, რომ სიგარეტი მეცნიერებაზე დაფუძნებული, უკვამლო პროდუქტებით იქნას ჩანაცვლებული, და ამასთანავე, რაც შეიძლება მალე.“ - განაცხადა იური გორდოკმა, „ფილიპ მორისის“ კავკასიისა და მოლდოვას გენერალურმა მენეჯერმა. „საქართველოში შემოდის ჩვენი უკვამლო პროდუქტები და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოც გაიზიარებს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის იმ მაგალითებს და დანერგავს დაბეგვრისა და რეგულაციების იმდაგვარ სისტემას, რომელიც წაახალისებს იმ სრულწლოვან მწეველებს, რომლებსაც არ სურთ მოწევის შეწყვეტა, ჰქონდეთ არჩევანი გადავიდნენ უკვამლო თამბაქოს პროდუქტებისმოხმარებაზე.“ - დასძინა იური გორდოკმა.

IQOS-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა სარგებლის მომტანია საქართველოს ეკონომიკისთვისაც, რადგან ეს ინიციატივა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას გულისხმობს. იური გორდოკის განმარტებით: „IQOS-ის საქართველოს ბაზარზე გამოჩენა საშუალებას მისცემს ზრდასრულ მწეველ მომხმარებლებს, მიიღონ ოფიციალური განმარტებები პროდუქტების შესახებ, რაც უზრუნველყოფს მათ დაცვას ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციისგან.“

IQOS-ის შესახებ:

IQOS-ი არის ინოვაციური სისტემა, რომელიც შექმნილია კორპორაცია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მიერ. IQOS-ი ტრადიციული მოწევის ალტერნატივას წარმოადგენს ზრდასრული მწეველებისათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.

ფილიპ მორის საქართველოს“ შესახებ:


“ფილიპ მორის საქართველო“ წარმოადგენს კორპორაცია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ შვილობილ კომპანიას, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი თანამშრომელი და ბიზნესპარტნიორი ჰყავს.

 

ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ (PMI) უძღვება თამბაქოს ინდუსტრიაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს, რომლის საბოლოო მიზანს სიგარეტების უკვამლო პროდუქტებით ჩანაცვლება წარმოადგენს. PMI წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ჩართულია როგორც სიგარეტების წარმოებასა და გაყიდვაში, ასევე უკვამლო პროდუქტების, ელექტრონული მოწყობილობებისა და მათი აქსესუარების და სხვა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების წარმოებაში აშშ-ს საზღვრებს მიღმა არსებულ ბაზრებზე. ასევე, PMI რეალიზაციას უწევს იმ IQOS Platform 1-ის მოწყობილობასა და მის სათადარიგო ნაწილებს, რომელიც ავტორიზებულია FDA-ს მიერ და ლიცენზირებულია Altria Group Inc-სათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეალიზაციის მიზნით.

PMI-ს უკვამლო პროდუქტის პორტფელი მოიცავს წვის ნაცვლად გახურებისა და ნიკოტინის შემცველი ვეიპინგის (vapor) პროდუქტებს. 2020 წლის 30 ივნისის მონაცემების მიხედვით, PMI ვარაუდობს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 11.2 მილიონმა მწეველმა უკვე შეწყვიტა მოწევა და გადავიდა PMI-ის გახურებადი პროდუქტების მოხმარებაზე, რომელიც მსოფლიოს 57 ბაზარსა და მსხვილ ქალაქებში არის ხელმისაწვდომი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up