ფილიპ მორის საქართველო COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 100 000 ლარს გამოყოფს

ფილიპ მორის საქართველო COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 100 000 ლარს გამოყოფს

access_time2020-03-23 10:00:11

2020 წლის 23 მარტს ფილიპ მორის საქართველომ გამოაცხადა მზადყოფნა 100 000 ლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე (COVID-19) პანდემიის საპასუხოდ.


დასახმარებლად გამოყოფილი თანხა გადარიცხულ იქნება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალურ  ანგარიშზე, რომლის მიზანია დაუყოვნებლივი ღონისძიებების გატარება ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის საპასუხოდ.


”ჩვენ საქმე გვაქვს არაორდინალურ და უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისთან, რაც მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობას, საზოგადოებასა და ბიზნესს შორის. ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  გადავწყვიტეთ 100 000 ლარის კონტრიბუცია გამოვყოთ. აღნიშნული ფინანსური რესურსი მოხმარდება ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას.  ასეთ მძიმე სიტუაციაში, მუდმივად ვცდილობთ მდგრადობის შენარჩუნებას, რაც მომავლისთვის აუცილებელია.” - თქვა იური გორდოკმა, ფილიპ მორის კავკასიისა და მოლდოვას გენერალურმა მენეჯერმა.


2020 წლის 19 მარტს, საქართველოში COVID-19 შემთხვევების გაზრდის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატმა შექმნა ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს კერძო და საჯარო სექტორების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფენ არსებულ გამოწვევებზე რაციონალურ და ეფექტიან რეაგირებას.  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური ფონდი სწორედ  ამ პლატფორმის ნაწილია.



გამოცხადებული კონტრიბუცია ფილიპ მორის საქართველოს მრავალი ძალისხმევის ერთ-ერთი ნაწილია. ფილიპ მორის საქართველომ, ეპიდემიის რისკის საწყის ეტაპზევე მიიღო გადაწყვეტილება „დისტანციური მუშაობის“ შეთავაზების თაობაზე ყველა მისი თანამშრომლისთვის.


 ”ადამიანებს ჩვენს გარშემო ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ზრუნვა, ყურადღება და თანამშრომლობა უპრეცედენტო გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანამშრომლებს, ბიზნეს პარტნიორებსა და მთლიან საზოგადოებას, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს გამოწვევებს ამ რთულ დროს. ” - დაამატა იური გორდოკმა.

 

”ფილიპ მორის საქართველოს” შესახებ


შპს “ფილიპ მორის საქართველო” საერთაშორისო კორპორაციის “ფილიპ მორის ინტერნეიშენალის” შვილობილი კომპანიაა და მასში დასაქმებულია 60-ზე მეტი თანამშრომელი ფინანსურ, ადმინისტრაციულ, მარკეტინგის, გაყიდვების, კომერციული დაგეგმარებისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტებში.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.pmi.com და www.pmiscience.com


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up