ფილიპ ლესპი: ქართულ ღვინოს შეუძლია გახდეს უპირველესი საერთაშორისო ბაზარზე

ფილიპ ლესპი: ქართულ ღვინოს შეუძლია გახდეს უპირველესი საერთაშორისო ბაზარზე

access_time2021-04-15 21:10:00

ქართულ ღვინოს აქვს ყველაფერი, რომ გახდეს უპირველესი ღვინო საერთაშორისო ბაზარზე, - მიიჩნევს კომპანია „ჯივიესის“ აღმასრულებელი დირექტორი და მეღვინე ფილიპ ლესპი.


მისი თქმით, ხარისხი მნიშვნელოვანია და უნდა იყოს აღიარებული მსოფლიოში.


საფერავი არის აღიარებული ყველგან, ქართული ღვინის ისტორია არის აბსოლუტურად უნიკალური, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით არის კარგი, ამდენად საქართველოს აქვს ყველაფერი გახდეს პრემიუმ ღვინოების მწარმოებელი, - აცხადებს ფრანგი მეღვინე და აღნიშნავს, რომ მთავარია სწორი ნაბიჯების გადადგმა.


ფილიპ ლესპი განმარტავს, რომ თუკი ყველაფერს ისე გავაკეთებთ როგორც საჭიროა, საქართველოს ბუნებრივად ექნება რაოდენობაც, ხარისხიც და ფასიც აიწევა. მაგალითად, საფერავიც გაიყიდება უფრო ძვირად, იქნება ეს GWS-ის თუ სხვა კომპანიის წარმოებული.



მეღვინე ღვინის ეროვნული სააგენტოს დაწყებულ აქტივობას, რომელიც 2020 წლის რთველის დროს ყურძნის ხარისხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას ითვალისწინებს, სასიცოცხლოდ აუცილებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია გააქტიურდეს ამ მიმართულებით ღვინის სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამასთან, ამ ღონისძიებას სხვა ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს.


„ეს ნაბიჯები ძალიან სწრაფად მოგვცემს შედეგებს და 2-3 წელიწადში ჩვენ გვექნება ქართული ღვინის შესახებ გაზრდილი ცნობადობა და ექსპორტის უკეთესი მაჩვენებლები. ჩვენ (საქართველოს) არ შეგვიძლია სტანდარტული, დაბალი ხარისხის ღვინოების წარმოება გავაგრძელოთ. ეს არის ქმედება, რომელიც საქართველოს, როგორც ღვინის აკვნის რეპუტაციას შელახავს“, - აცხადებს ფილიპ ლესპი.


შეგახსენებთ, ”ჯივიესი” “ხვანჭკარას” უმსხვილი მწარმოებელი ხდება. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ რაჭაში საწარმო „ზედაშე“ და მის ირგვლივ გაშენებული 9 ჰექტარი ვენახი შეიძინა. ამ შენაძენის შემდეგ რაჭაში „ჯივიესის ვენახები“ უკვე 18 ჰექტარს შეადგენს.



business-partner.ge




თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up