„არქი“:  ბინის შეძენის მსურველებს უძრავი ქონების საკითხებში პირადი მრჩეველები ეყოლებათ

„არქი“: ბინის შეძენის მსურველებს უძრავი ქონების საკითხებში პირადი მრჩეველები ეყოლებათ

access_time2018-10-11 16:00:36

დეველოპერული კომპანია „არქი“ მომხმარებლებს ახალი თაობის შოურუმს და მომხმარებელთა მომსახურების სივრცეს ერთ ოფისში ფილარმონიის პირველ სართულზე შესთავაზებს. როგორც „კომერსანტს“ „არქიში“ განუცხადეს, ბინის შეძენის მსურველებს უძრავი ქონების საკითხებში პირადი მრჩეველები ეყოლებათ, რომლებიც სრულად მომხმარებლებზე იქნებიან ორიენტირებულნი. ახალი ოფისის გახსნა 2018 წლის ბოლომდე ყოფილი კაფე „ელვისის“ ადგილზე იგეგმება.

 

„ამ ეტაპზე ჩვენი ოფისი ყიფშიძის N15-ში მდებარეობს, თუმცა მალე მომხმარებელს შეეძლება ფილარმონიის ოფისში გვესტუმროს,“ - განუცხადეს „კომერსანტს“ სამშენებლო კომპანია „არქიში“.

 

ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ  მიმდინარე წლის სექტემბერში „არქიმ“ რებრენდინგი განახორციელა. ახალი ბრენდინგის მნიშვნელოვანი მიმართულება სოციალური პასუხისმგებლობაა, სწორედ, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ არქის მოგების 5%-ი სოციალურ პასუხისმგებლობას მოხმარდეს.

 

„არქის ახალი კამპანიის #არქელებიზრუნავენ ფარგლებში კომპანიის პარტნიორ ზაზა ფაჩულიასთან ერთად არაერთი აქტივობა დაიგეგმა, რომლის ფარგლებში უმთავრესი მიმართულებები გამწვანება და ქველმოქმედება იქნება.


არქის მთავარი ფილოსოფია ყოველთვის იყო მომხმარებლებლის კმაყოფილება, სწორედ ამიტომ, როდესაც არქის ბრენდის ცვლილებაზე დავიწყეთ მუშაობა, არქელებსა და არქის თანამშრომლებთან ერთად მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა ჩვენი ახალი ბრენდის მისია - ზრუნვა არქელებზე, გარემოსა და გარშემომყოფებზე და სწორედ ამ მთავარ მისიაზე იქნება დაყრდნობილი ჩვენი ყველა სტრატეგია და ქმედება,“ - განაცხადეს კომპანიაში. 


 

 

2010 წლიდან „არქიმ“ საქმიანობის სფერო გააფართოვა და  სასტუმროების მშენებლობა დაიწყო. სწორედ ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე  ჩვენთან საუბრისას კომპანიაში აცხადებენ, რომ  „ამ ეტაპისთვის ფუქნციონირებს 2 ევროპული დონის სასტუმრო („სანსეტ კვარიათი“ და „სანსეტ შოვი“), უახლოეს მომავალში კი ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე ახალი ბუტიკის ტიპის სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი. მომდევნო 3-4 წელიწადში თბილისსა და ბაკურიანში კიდევ 5 სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.“ - განაცხადეს „არქიში.

 

„არქი ლიდერი“ დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წლიან გამოცდილებას ითვლის.  ამ ეტაპზე კომაპანიას აშენებული 280 000 კვ.მ. აქვს, რაც ჯამში 3 000 ჩაბარებულ ბინას უდრის. ასევე მიმდინარე 190 000 კვ.მ., რაც დამატებით 2 000 ბინას გულისხმობს.

 

ამ ეტაპზე კომპანიას 18 დასრულებული და 14 მიმდინარე სამშენებლო პროექტი თბილისსა და ბათუმში აქვს.  უახლოეს მომავალში კი რამდენიმე ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყება იგეგმება  განსხვავებულ ლოკაციებზე.

 

„კომერსანტი“





რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება - ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება -  ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს
access_time2019-06-26 16:45:37
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ...

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებას აფხაზეთში

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული  ურთიერთობების  გამწვავებას აფხაზეთში
access_time2019-06-26 20:00:15
რუსეთ და საქართველოს შორის მორიგი გამწვავება  დიდ ინტერესს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და ალბათ ფარისევლობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ამბავი ვინმეს ეწყინა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი შეიძლება შეფასდეს როგორც „დაიმსახურეს და მიიღეს“. - წერს ekhokavkaza.  (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად...

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში  ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“
access_time2019-06-26 16:00:06
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი -ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე. როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია...

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება
access_time2019-06-26 15:00:58
რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის ტრანზიტის ცენტრი. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სტეპან პაიასლიანის თქმით, ავიაკომპანიებს შორის უკვე დაიწყო შესაძლებელი ვარიანტების განხილვა. „მაგალითად, შეიძლება რუსეთიდან თვითმფრინავით ჩასვლა ერევანში, იქედან კი უფასო ავტობუსით თბილისამდე და პირიქით. ასევე...


მსგავსი სიახლეები

up