ფილარმონიის მმართველი 3 მლნ-ის დავალიანებას კონტრაქტში „თითო ნულის მიწერით

ფილარმონიის მმართველი 3 მლნ-ის დავალიანებას კონტრაქტში „თითო ნულის მიწერით" ხსნის

access_time2019-03-17 17:20:02

თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორმა გიორგი კერესელიძემ ელენე კვანჭილაშვილის გადაცემა „ანალიტიკაში“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოცა ფილარმონიის მმართველ კომპანიას სახელმწიფოს წინაშე 3 მლნ ლარზე მეტი დავალიანება დაუგროვდა. 

გიორგი კერესელიძე ირწმუნება, რომ 2007 წელს, როცა კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთსი“ თბილისის საკონცერტო დარბაზის 49-წლიანი იჯარით მართვის ვალდებულებას იღებდა, მართვის საზღაურის წლიური საფასური ბევრად ცოტა იყო, მაგრამ კონტრაქტში სხვა თანხები ჩაიწერა. 

ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტროსა და "ინტერნეიშენალ ივენთსს" შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, მართვის საზღაური პირველი 5 წლის განმავლობაში 100 020 ლარით განისაზღვრა; მომდევნო 5 წლის განმავლობაში - ყოველწლიურად 150 020 ლარით, ხოლო 10 წლის შემდეგ კი, ყოველწლიურად - 250 020 ლარით. 

დღეს კი, ფილარმონიის დირექტორი ირწმუნება, რომ შეთანხმებულ რიცხვებს მაშინ „თითო ნული მიეწერა“. 

„რადგან ჩვენსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავდა დიდ პერიოდს და ძალიან დიდი საინვესტიციო თანხები ესაჭიროებოდა, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო ტენდერი. მოსამზადებელ პერიოდში საკმაოდ დიდი დრო გავიდა; ამაში ჩართული იყო ეკონომიკის სამინისტროს მაშინდელი მენეჯმენტიც. შეთანხმება ისეთი იყო, რომ რადგან საინვესტიციო ვალდებულება იყო დიდი, მართვის საზღაურზე უნდა ყოფილიყო სიმბოლური თანხა 10-დან 25 ათასი ლარის ფარგლებში და მერე აღმოჩნდა, რომ თითო ნული მიეწერა იმ ციფრებს“, - აცხადებს კერესელიძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ მოაწერა კომპანიამ ხელი მისთვის მიუღებელ კონტრაქტს, გიორგი კერესელიძეს შემდეგი პასუხი აქვს: 

„თავიდანვე იყო შეპირება, რომ ეს გადაიხედებოდა... მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ რაღაც ნაღმი სპეციალურად იყო ჩადებული და ეს ვიღაცამ გააკეთა; შეიძლება მექანიკური შეცდომა იყო ეს თითო ნული, რომელიც ჩვენ არ გამოგვრჩა - ხელმოწერის მომენტში ვნახეთ ეს შეცდომა, მაგრამ ხელი მაინც მოვაწერეთ, რადგან იყო დაპირება ეკონომიკის სამინისტროს მაშინდელი მენეჯმენტისგან და მერეც 10 წლის განმავლობაში ყველა მინისტრთან პირადად ვარ შეხვედრილი არაერთხელ 2010 წლიდან დაწყებული - დღემდე“, - განმარტავს კერესელიძე. 

ფილარმონიის დირექტორი აცხადებს, რომ მართვის საზღაურის წლიური თანხა 25,000 ლარი სულაც არაა დაბალი. 

„რატომაა ცოტა 25,000 ლარი, როცა ჩვენ 8 მლნ დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ დარბაზის რენოვაციისთვის... რატომ არ კითხულობთ, რა კონცერტი ტარდება თბილისის საკონცერტო დარბაზში და რამდენი ადამიანი ემსახურება დარბაზს, რასაც ემატება კომუნალურების გაზრდილი ხარჯები“, - აცხადებს გიორგი კერესელიძე. 
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზის ერთი დღის იჯარა 15,000 ლარია, მაგრამ ფილარმონიის მმართველი კომპანია ამ თანხის 17,000 ლარამდე გაზრდას გეგმავს. 

დღის წესრიგშია საკითხი - მოუწევს თუ არა „ინტერნეიშენალ ივენთსს“ თბილისის საკონცერტო დარბაზის მართვაზე უარის თქმა. 

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ საია-მ გაასაჯაროვა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიმდინარე წლის 4 იანვრით დათარიღებული ოფიციალური წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სააგენტო ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტდა. 

„დღეის მდგომარეობით, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსს“ ერიცხება 8 წლის განმავლობაში გადაუხდელი მართვის საზღაურის დავალიანება, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის / არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, სააგენტო იყენებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას“, - ეწერა წერილში; 

თუმცა დღესდღეობით, ქონების სააგენტოში აცხადებენ, რომ „ინტერნეიშენალ ივენთთან“ ხელშეკრულება შეწყვეტილი არაა და 4 იანვრის წერილი მხოლოდ გაფრთხილებას წარმოადგენდა. 

როგორც ირკვევა, ფილარმონიის მმართველმა კომპანიამ 4 იანვარს ქონების სააგენტოდან მიღებული აღნიშნული წერილის შემდეგ, 18 იანვარს ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მიმართა. ოფიციალურ 5-გვერდიან კორესპონდენციაში, „ინტერნეიშენალ ივენთი“ ვრცლად აღწერს, რატომ დაუგროვდათ დავალიანება - მიზეზებს შორის ასახელებს აგვისტოს ომს, ლარის გაუფასურებას, საკონცერტო დარბაზზე შემცირებულ მოთხოვნებს და ა.შ. ასევე ქობულიას უყვებიან, რა მდგომარეობაში აიღეს ფილარმონიის მართვაზე ვალდებულება და აცხადებენ, რომ ქონების სააგენტოს გადაწყვეტილება უკიდურეს ზომას წარმოადგენს, რასაც არ ეთანხმებიან. 

ეკონომიკის მინისტრს „ინტერნეშენალ ივენთისთვის“ სპასუხო წერილი ჯერ არ დაუბრუნებია, მაგრამ როგორც ფილარმონიის დირექტორმა გიორგი კერესელიძემ „ანალიტიკაში“ განაცხადა, თბილისის საკონცერტო დარბაზის მართვის საზღაურის გადახედვაზე გიორგი ქობულიასგან დაპირება მიიღო. 

„თავიდანვე, მართვის საზღაური იყო არარეალური და ჩვენ ვითხოვდით მის გადახედვას, რომ ყოფილიყო რეალურ ციფრზე დასმული. ყველა მინისტრს შევხვდი ბოლო 10 წლის განმავლობაში და როგორც - ძველი, ისე ახალი მთავრობის მიერ იყო აღთქმული, რომ ანალიზი გაკეთდებოდა და საკითხი გადაიხედებოდა... ახლა ეს დაპირება გვაქვს გიორგი ქობულიასგანაც, რომ გადაიხედება მართვის საზღაურის თანხა, რადგან როგორც კი მთავრობა (იგულისხმება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა) შეიცვალა, რატომღაც მოგვივიდა წერილი და ცოტა გაუგებარი იყო მისი შინაარსი ჩემთვის... მე ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენმა ჯგუფმა საკონცერტო დარბაზის რენოვაციაში 8 მლნ დოლარი დახარჯა. ესაა ერთადერთი დარბაზი, რომელიც არასაბიუჯეტო სახსრებით არსებობს. ამ ათი წლის განმავლობაში ეს კომპანია ინახავდა ამ დარბაზს და სახელმწიფოს მისი შენახვა არცერთი თეთრი არ დაჯდომია; ამხელა ინვესტიცია გავიღეთ და ახლა უკაცრავად და კარგად იყავითო, ცოტა უხერხული იქნება, როცა ამდენი წელია ამ სფეროში ვართ“, - განაცხადა კერესელიძემ.


BM


თეგები:
ფილარმონია



ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up