ფილარმონიაში დღეს საერთაშორისო ბრენდ World Class-ის ფიტნესკლუბი გაიხსნება

ფილარმონიაში დღეს საერთაშორისო ბრენდ World Class-ის ფიტნესკლუბი გაიხსნება

access_time2017-11-29 12:55:41

თბილისში, ფილარმონიის შენობის მე-4 სართულზე დღეს მსოფლიოში პოპულარული საერთაშორისო ბრენდის, World Class-ის პირველი ფიტნესკლუბი გაიხსნება.

 

2000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მულტიფუნქციური კლუბი მომხმარებელს შესთავაზებს უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების მქონე, პრემიუმ კლასის ფიტნესსერვისს, მათ შორის:

 

  • ფიტნესმწვრთნელების საერთაშორისო, სერტიფიცირებულ გუნდს, რომელიც მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართავს სავარჯიშო პროცესს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საუკეთესო შედეგების მისაღწევად. კლუბის მწვრთნელები სერტიფიცირებულები არიან მსოფლიოს წამყვანი ფიტნესორგანიზაციების მიერ: World Class (ევროპა), Les Mills (დიდი ბრიტანეთი), Romana's Pilates (აშშ), AntiGravity® (აშშ), Technogym (იტალია);
  • მსოფლიოს წამყვანი სატრენაჟორო ბრენდის, ''Technogym''-ის უახლესი ხაზით აღჭურვილ 600 კვ.მ. ფართობის სავარჯიშო დარბაზს ყველა ტიპის სავარჯიშო ზონით;
  • მსოფლიოს წამყვანი ახალზელანდიური ბრენდის ''Les Mills''-ის სავარჯიშო პროგრამების ფართო სპექტრს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს 100 ქვეყნის 15,000 წამყვან ფიტნესკლუბში და ქართველ მომხმარებელს სავარჯიშო პროგრამების სრულიად ახლებურ ფორმატს შესთავაზებს;
  • მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ''AntiGravity®''-სა და ''Romana's Pilates''-ის ექსკლუზიურ, ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროგრამებს;
  • სწორი და ჯანსაღი კვებისთვის განკუთვნილ ფიტნესბარს, სპეციალურად მომხმარებლის განტვირთვისათვის განკუთვნილ ლაუნჯ ზონასა და Nike-ის სპორტულ მაღაზიას;
  • კომფორტულ გასახდელებს სოლარიუმით, მასაჟის ზონასა და საუნას პანორამული ხედით;
  • iOS და Android სისტემებზე მორგებულ მობილურ აპლიკაციას, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი მარტივად შეძლებს თავისი პირადი ფიტნესმონაცემების სრულ მართვას;
  • ავტომობილების პარკირების ზონას მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისათვის.

 

როგორც კმპანიაში აცხადებენ, World Class-ის მომდევნო კლუბის მშენებლობის საორგანიზაციო საუშაოები უკვე დაწყებულია,. საოჯახო ტიპის მრავალფუნქციური 5000 კვ. მეტრ ფართობის კლუბი განლაგებული იქნება თბილისის ცენტრალურ უბანში და გათვლილი იქნება სხვადასხვა ინტერესების მქონე მომხმარებელზე. მასში წარმოდგენილი იქნება როგორც პრემიალური ხაზის სავარჯიშო დარბაზი, ასევე სპა ცენტრი, ოლიმპიური ფორმატის დახურული აუზი და ღია აუზი, საბავშვო ზონა, სპორტული ზონები აუთდორ აქტივობებისთვის და ასე შემდეგ. სამომავლოდ თბილისში World Class-ის კიდევ 4 კლუბი გაიხსნება.


 

ფიტნესკლუბის მფლობელი კომპანია, ''ჯორჯიან ფიტნეს გრუპი'', კერძო ინვესტიციებით დაფუძნებული ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ფიტნესინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up