FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე 6 წლითა და 8 თვით ჩამოაცილეს საფეხბურთო საქმიანობას. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია FIFA-ს ვებსაიტზე.
85 წლის ბლატერი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას 1998-დან 2015 წლამდე ედგა სათავეში. მან კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის შედეგად დატოვა პოსტი. ამის გამო მას უკვე აკრძალული ჰქონდა ფეხბურთის სფეროში საქმიანობა 2021 წლამდე.
„ბატონების ბლატერისა და ვალკეს საქმეების გამოძიება მოიცავდა სხვადასხვა ბრალდებას, კერძოდ, ბონუსების გადახდას FIFA-ს ტურნირებთან დაკავშირებით, რომლებსაც უხდიდნენ FIFA-ს ხელმძღვანელობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე FIFA-ს მიერ კერძო იურიდიული სამსახურისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას ბატონი ვალკეს შემთხვევაში“, - ნათქვამია FIFA-ს ეთიკის კომიტეტის განცხადებაში.
www.radiotavisupleba.ge