შვეიცარიის პროკურატურამ FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
washingtonpost-ის ინფორმაციით ინფანტინოს შვეიცარიის ფედერალური პროკურატორის თანამშრომელთა უკანონო ქმედებისკენ წაქეზების გარდა თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაციაა საჯაროდ ცნობილი.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან მიმართებაში სკანდალები გრძელდება. ინფანტინომ ზეპ ბლატერი შეცვალა, რომელიც ასევე არაერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვა.
ინფანტინო პრეზიდენტის პოსტს 2016 წლიდან იკავებს. 2019 წლის 5 ივნისს FIFA-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელიც ინფანტინოს გამარჯვებით დასრულდა.
2000-15 წლებში ინფანტინო UEFA-ში მუშაობდა, შემდეგ კი მოღვაწეობა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში გააგრძელა.
crystalsport.ge