FIATA - ექსპედიტორთა ეროვნული ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციაა (საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაცია), რომელიც 1926 წელს ავსტრიაში დაარსდა და მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 40,000 საექსპედიტორო და ლოგისტიკურ კომპანიებს აერთიანებს.
FIATA– ს ძირითადი საქმიანობაა საექსპედიტორო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდა, დარგის განვითრებისათვის ზრუნვა, ერთიანი საექსპედიტორო დოკუმენტაციების შემუშავება და მათი პრაქტიკაში სწორად ინტეგრიგება. მსოფლიოს ყველა ქვეყნის ექსპედიტორთა გაერთიანება და მათი ინტერესების წარდგენა და დაცვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობის გზით მსოფლიო ბაზარზე.
FIATA-სა და საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის (დაარსდა 1997 წელს) ერთობლივი ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება, სატრანსპორტო-საექსპედიტორო გადამზადების პროფესიული კურსები კომპანიების თანამშრომლებისთვის, შესაბამისად აღნიშნული ტრენინგები წელსაც გაიმართა. საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციამ 2001 წლიდან 200 -ზე მეტი საერთაშორისო დიპლომი გასცა.
„მნიშვნელოვანია საქართველოს ზოგიერთ რეგიონში თანამშრომლების გადამზადების კურსების პოპულარიზაციას უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს კომპანიების მიერ, რადგან პროფესიონალი თანამშრომელი კომპანიის წარმატების და განვითარების საწინდარია“, - აცხადებს საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ზურაბ შენგელია.
რამდენიმე წელია ასოციაცია ცდილობს კურსების ჩატარებას მაგალითად აჭარის რეგიონში, მაგრამ სუბსიდირების არ ქონის გამო კურსების ჩატარების შესაძლებლობა წარმოუდგენელია. აღსანიშნავია ბულგარულ-ქართული საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია MGL Georgia-ს მხარდაჭერა და მზადყოფნა ღონისძიების ორგანიზებაზე და საკონფერენციო დარბაზით უზრუნველყოფაზე, თუმცა ეს არ არის საკმარისი, სასურველია უფრო ბევრმა კომპანიამ გამოთქვას მხარდაჭერის სურვილი.
გარდა ამისა, კომპანია MGL Georgia მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათ პროფესიულ ზრდაზე. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად კომპანიამ სრულად დაუფინანსა კურსის ღირებულება თბილისის ოფისის თანამშრომლებს.
მნიშვნელოვანია ის სხვადასხვა რეგულაციები კერძოდ როგორიცაა ფინანსური, იურიდიული, ტექნიკური, ეკონომუკური და განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა თავისი სუპრასტრუქტურებით. ასევე საბაჟო რეგულაციები, რომელსაც ეტაპობრივად აუმჯობესებდა სატრანსპორტო საექსპედიტორო კომპანიების საქმიანობას, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციაც.
(R)