ფეხსაცმლის საცალო ვაჭრობის ქსელი FLO რუსეთში Reebok-ის მაღაზიების შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს

ფეხსაცმლის საცალო ვაჭრობის ქსელი FLO რუსეთში Reebok-ის მაღაზიების შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს

access_time2022-05-19 20:30:00

თურქეთის ფეხსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ქსელი რუსეთში სპორტული ბრენდის, Reebok-ის კუთვნილი მაღაზიების შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს. განცხადება FLO Mağazacılık-ის თავმჯდომარემ ორშაბათს გააკეთა.



რუსული Kommersant-ი FLO-სთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კომპანიებს შორის გარიგება უკვე დასრულდა და რუსეთში Reebok-ის 100-ზე მეტი მაღაზია თურქული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა. Kommersant-ის ინფორმაციით, გარიგება 1,5 მილიარდ რუბლადაა ($24,8 მილიონი) შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საკუთარი მაღაზიის არარსებობისა, ამჟამად თურქული FLO რუსეთში საბითუმო გაყიდვებს ახორციელებს.



თურქული კომპანიის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, Reebok-თან შეთანხმება „ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებების ეტაპზეა და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არაა“. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, FLO-ს განცხადებით, კომპანია თურქული მთავრობის პოლიტიკას ემორჩილება და ვინაიდან თურქეთის მხრიდან რუსეთისთვის ემბარგო ჯერ არ დაწესებულა, რუსეთში საქმიანობის გაგრძელებას თურქული მხარის აკრძალვამდე განაგრძობენ.




რაც შეეხება Reebook-ს, სპორტულმა ბრენდმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, რუსეთში ყველა ბრენდირებული მაღაზიის მუშაობა, ისევე როგორც ელექტრონული კომერციის ოპერაციები, შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული საომარი ქმედებების შემდგომ, რუსეთიდან გასვლა არაერთმა ცნობილმა ბრენდმა გადაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა McDonald’s-მა რუსეთში საკუთარი ბიზნესის გაყიდვისა და ქვეყნიდან საბოლოოდ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.



წყარო: forbes.ge



თეგები:
FLO



თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის
access_time2022-07-05 15:40:00
სექტემბრიდან საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის - მოლაპარაკებები მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეები საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასაც განიხილავენ, რათა თურქულ ბაზარზე უფრო მეტი ქართული პროდუქტი შევიდეს ნულოვანი განაკვეთით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ამ საკითხზე მოლაპრაკებები და მხარეები უკვე შეთანხმდნენ იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელზეც თურქეთი...

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის -  ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა
access_time2022-07-05 13:45:21
ლიბერთი, გაეროს ‘გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის’ (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს.   „ განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს...

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
access_time2022-07-05 13:50:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე კაცს, რომელიც ამავე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე იყო დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს გამოცხადდა. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8 სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულთაგან: ზაურ ბუდაღოვს, პირველ...

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19
access_time2022-07-05 14:30:00
კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე (2570 ახალი კოვინფიცირებულია ბოლო ერთ კვირაში), კლინიკებში კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები ბოლო რამდენიმე დღეა დაიტვირთა. მაგალითად, პაციენტების რაოდენობამ მოიმატა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. ბოლო სამ დღეში კლინიკამ იმაზე მეტი კოვიდ-პაციენტი მიიღო, ვიდრე საწოლ-ფონდით იყო გათვალისწინებული....

კომუნიკაციების კომისია „მაგთის“ და „სილქნეტის“ ტარიფებს ევროპულს შეადარებს

კომუნიკაციების კომისია „მაგთის“ და „სილქნეტის“ ტარიფებს ევროპულს შეადარებს
access_time2022-07-05 13:20:00
კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ ტარიფების ზრდას თვალყურს ადევნებენ. კომისიის თანახმად, იგეგმება კვლევა, რომლის ფარგლებშიც ქართული ტელეკომ ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფები ევროპის ქვეყნებთან შედარდება და შეფასდება ფასების ადეკვატურობა, ასევე...


მსგავსი სიახლეები

up